ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბუბა კიკაბიძე ზელენსკის შეხვდა

ნახვები: 331 ბუბა კიკაბიძე ზელენსკის შეხვდა

„მითხრა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ქვეყანამ ის უნდა დაიბრუნოს," - განაცხადა მომღერალმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის: კიკაბიძე კიევში ზელენსკი სანახავად სპეციალურად ჩაფრინდა, მათი საუბრის მთავარი თემა კი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და მისი მდგომარეობა იყო.

„მან (ზელენსკი) მითხრა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ქვეყანამ ის უნდა დაიბრუნოს. მე კი ვუთხარი, რომ თუ უყვარს ბრძოლა წესების გარეშე, ჩამოვიდეს საქართველოში და ყველა იმ ადგილს ვანახებ, სადაც ურტყამდნენ და სცემდნენ იმ ადამიანებს, ვისი არჩევანიც ევროპაა, ვინც აზროვნებს ხელისუფლებისგან განსხვავებულად. თვალის გარეშე დატოვეს რამდენიმე ადამიანი. 21 ივნისს პოლიციელები მოქალაქეებს, ხელისუფლების ბრძანებით, პირდაპირ სახეში ესროდნენ, ისევე, როგორც ივლისში ჟურნალისტებს სცემს.

დიდხანს ვილაპარაკეთ. მე მას ვუთხარი, რომ ახლა სპეციალურად ჩამოვფრინდი, რათა გთხოვოთ, როგორმე დაეხმაროთ თქვენს მოქალაქეს, რადგან მაქვს განცდა, რომ ხელისუფლებას არ სურს ის ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს. მან მე მომისმინა და მითხრა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს სატელეფონო საუბრები ექნება", - განაცხადა კიკაბიძემ

შეგახსენებთ:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 43 დღეა, შიმშილობს.

11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა