კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა - სტატუსზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურება და მონაპოვარია

ნახვები: 550 თინა ბოკუჩავა - სტატუსზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურება და მონაპოვარია

ქართველმა ხალხმა და თავისუფალმა სამყარომ გუშინ რუსეთს მოუგეს, სტატუსზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურება და მონაპოვარია, ერთადერთი სუბიექტი, ვინც ამას ხაზს არ უსვამს, „რუსული ოცნებაა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ერთადერთი პირობა, რომლის შესრულებაც ბიძინა ივანიშვილის აუცილებლად მოუწევს, 2024 წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა, რადგან ამის გარანტი ევროკავშირი იქნება.

„ევროკომისიის პირობების შემსრულებელი „რუსული ოცნება“ არ არის. ცხრა პირობა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს წინაშე დგას, უპირველეს ყოვლისა, რუსულ დეზინფორმაციას ეხება, რომლის მთავარი პროპაგანდისტი თავად „რუსული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით. რეკომენდაციაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება, რასაც რუსეთთან ფრენების აღმდგენი, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გამტარებელი „რუსული ოცნება“ არ გააკეთებს. რეკომენდაცია ეხება დეპოლარიზაციას, როდესაც რეჟიმი ძალადობას და სიძულვიზე დგას, დეპოლარიზაციას არ მოახდენს. მოთხოვნაა, სახელწიფო ინსტიტუციური გაძლიერება, და მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, სადაც ყველა უწყებას ოლიგარქი აკონტროლებს, ეს არ მოხდება. დეოლიგარქციაზიაზე ევროპელებმა განმარტეს, რომ ეს საქართველოს დებიძინიზაციას ნიშნავს. ბიძინას პირობებში დებიძინიზაცია ვერ და არ მოხდება. ეს ყველაფერი ახალი კოალიციური დასავლური ხელისუფლების პირობებში აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა