კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრეზიდენტი ევროკავშირში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებაზე - ვფიქრობ, ეს ერთდროულად მოხდება, ეს იქნება 2030 წელს, 2031, თუ 2029 წელს, არ ვიცი

ნახვები: 524 პრეზიდენტი ევროკავშირში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებაზე - ვფიქრობ, ეს ერთდროულად მოხდება, ეს იქნება 2030 წელს, 2031, თუ 2029 წელს, არ ვიცი

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ერთდროულად გახდებიან.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა LCI-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას - არიან თუ არა ევროპელები მიზანმიმართულები მაშინ, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომხრეა, რომ უკრაინა შევიდეს ევროკავშირში, მაგრამ 2030 წელს.

წამყვანის შეფასებაზე, რომ „2030 წელი შორსაა უკრაინელებისთვის, საქართველოსთვის კი ეს შეიძლება კიდევ უფრო გვიან მოხდეს“ საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს ერთდროულად მოხდება.

„არა, მე ვფიქრობ, რომ ეს ერთდროულად მოხდება. ეს მოხდება 2030 წელს, 2031, თუ 2029 წელს, არ ვიცი, მაგრამ ეს ჰორიზონტი იქნება მომდევნო, „big bangs“, როგორც ამბობდნენ, მომდევნო წევრები შევლენ დაახლოებით ერთად. ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა.

შარლ მიშელის იდეა - 2030 არის ჰორიზონტი, რომელიც გაფართოებისთვის მოიაზრება, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება [შეიძლება ის აღარ იყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი]. ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ასოცირება თემატურად, იმ საკითხებზე, რაშიც ისინი მზად არიან, მაგალითად, საქართველოსთვის ტრანსპორტის, შავ ზღვაზე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ხმის უფლების გარეშე, მაგრამ ეს წინასწარი ასოცირება უკეთესად მოამზადებდა კანდიდატებს იმაზე, რაც მათ შესაბამის მომენტში მოელით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, „ძალიან საინტერესოა, რომ მივიღეთ თანხმობა - რეკომენდაცია ევროკომისიისგან, რომელიც კიდევ უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის მიერ“.

„მაშინვე ჩატარდა გამოკითხვა ამ საკითხზე საქართველოში, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა 80%-იდან 85%-მდე გაიზარდა, აღარ მახსოვს ზუსტი რიცხვი, მაგრამ ძალიან დიდი უმრავლესობა, როდესაც მათ ეკითხებიან რატომ? ამბობს, რომ უსაფრთხოებისათვის, რომელსაც კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე წინ აყენებს. არის შეგრძნება, რომ როდესაც ხარ მეორე მხარეს, დაცული ხარ, არა სავალდებულოდ სამხედრო კუთხით. არის შეგრძნება, რომ მეორე მხარეს რუსეთი ვეღარ გაბედავს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა