Russia applies coercion to retain control over dissenters - British intelligence
„ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და ექსპერტებს შეხვდნენ
სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ
იგორ ნარმანია - აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის
ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა
პროპაგანდისტს, რომელსაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული, НТВ-ს აკრედიტაცია ჰქონდა - ცესკო
Edison: 13-პუნქტიანი სხვაობა ეგზიტპოლსა და შედეგებს შორის მანიპულაციებზე მიანიშნებს
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - რისი თქმის საშუალებას იძლევა უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები?

რუსეთი - 2025 - განსაკუთრებული საფრთხე საქართველოსთვის

13.11.2023 ნახვები: 2765

 დღეს უკვე ცხადია, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, პუტინის რეჟიმი არ ჩამოიშლება, რუსეთი კი ნაწილ-ნაწილ არ  დაიშლება.

პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთმა გადალახა ყველაზე მძიმე პერიოდი - 2022 წლის შემოდგომა და მიაღწია სტაბილურობის ფაზას. ეკონომიკა დანგრევას გადაურჩა, სანქციები თითქმის არ მოქმედებს, სამხედრო მრეწველობამ მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია, ჯარის შევსებაც მეტ-ნაკლებად მიმდინარეობს.

 გენერალი ზალუჟნი თავის წერილში მართალი იყო - ხანგრძლივი პოზიციური ომი, რომელსაც აშკარად აწარმოებს კრემლი, უფრო აწყობს რუსეთს - მისი ეკონომიკა შეუფერხებლად მუშაობს, ტერიტორია დაცულია, რუსული ქალაქები არ ინგრევა, ქარხნები და ინფრასტრუქტურა კი - არ ნადგურდება.

ასეა თუ ისე, ომი სავარაუდოდ ფრედ დასრულდება - ეს იქნება დიდი გამარჯვება უკრაინისთვის, თუმცა, პუტინს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის და ამავე დროს სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. რუსეთი ომიდან გამოვა ცოტათი დასუსტებული, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ძლიერი და წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო აგრესიული და სისხლსმოწყურებული.

ამ სიტუაციაში თითქმის ყველა მისი მეზობელი ქვეყანა დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით - სანამ რუსეთი გადაწყვეტს ვარშავის, ტალინის, რიგის და ვილნიუსის დალაშქრვას, ის მიაქცევს ყურადღებას უფრო ახლო და დაუცველ სამეზობლოს.

რისკები ყველას სხვადასხვა მასშტაბის აქვს - მაგალითად, მოსკოვი ძალზე უკმაყოფილოა მოლდოვის პოლიტიკით, თუმცა, კიშინიოვს იცავს ის, რომ ქვეყანას არ გააჩნია პირდაპირი საზღვარი რუსეთთან - მათ შორისაა უკრაინა, რომელიც რასაკვირველია, მოლდოვაში არც ერთი რუს ჯარისკაცს არ გაატარებს.

ყაზახეთი ურჩობას ავლენს, თუმცა, რუსეთის მოკავშირედ მაინც რჩება, თანაც ამ ქვეყანაში დიდ ინტერესები აქვს ჩინეთს, რომელსაც პუტინი ვერანაირად ვერ გადაახტება.

აზერბაიჯანს იცავს თურქეთი, სომხეთი, პაშინიანის ანტირუსული რიტორიკის მიუხედავად, არ გადის დსთ-დან, საბაჟო კავშირიდან, არ აყენებს საკუთარი ტერიტორიიდან რუსული ჯარის და მესაზღვრეების გაყვანის საკითხს. ერევანში თუ არის რაიმე ანტირუსული - ეს მხოლოდ რიტორიკაა, ფაქტები კი მეტყველებენ იმაზე, რომ სომხეთი კვლავ რჩება რუსეთის გავლენის სფეროში.

მოსკოვისთვის იდეალური სამიზნეა საქართველო - დაუცველი, 35-ჯერ ნაკლები მოსახლეობით, რუსეთთან უზარმაზარი საზღვრით, 2 სეპარატისტული რეგიონით, და თბილისისგან 40 კილომეტრში განლაგებული ჯარით.

ერთი შეხედვით - რისთვის უნდა სჭირდებოდეს რუსეთს საქართველოში შეჭრა? აქ ხომ ისედაც პრორუსული მთავრობა ზის? პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ პუტინის შემდეგი ომის მიზანი (სადაც არ უნდა დაიწყოს ის) იქნება თავისი მოქალაქეებისთვის იმპერიული ძლევამოსილების ჩვენება - უკრაინაში აშკარა ჩავარდნის შემდეგ. აქ პრაგმატულ საკითხებზე მეტი მნიშვნელობა სიმბოლიზმს ენიჭება. რაც შეეხება პრაქტიკულ საკითხებს - უნდა გავიაზროთ ის, რომ ქოცობა რუსეთისთვის კარგია არა თავისთავად, არამედ ნაცებთან და დღევანდელ ოპოზიციასთან შედარებით.

საბოლოო ჯამში, ოცნებაც არაა იდეალი - ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ მოსკოვმა რამდენიმეჯერ სიგნალი გაუგზავნა თბილისს - „გვთხოვეთ ავიამიმოსვლის გახსნა და გავხსნით“. თუმცა, პასუხი არ მიუღია. ბოლოს პუტინს მოუწია იმპერიული ქედმაღლობის დაძლევა და პირველი ნაბიჯის გადადგმა..

არის ძალიან ბევრი საკითხი, რომლითაც რუსეთი ძალიან დაინტერესებულია. თუმცა, თბილისი ამას ან ყურადღებას არ აქცევს, ან დროს წელავს. ვინ იცის, რას მოითხოვს ქოცებისგან უკრაინის ომისგან განთავისუფლებული რუსეთი? აფხაზეთის რკინიგზის გახნას? ახალი გზების აშენებას რუსეთში? ლუგარის ლაბორატორიის დახურვას? რუსეთის ალტერნატივად მიჩნეული სატრანზიტო მარშრუტების დაბლოკვას? დსთ-ში დაბრუნებას? საბაჟო კავშირში შესვლას?

ქოცისტანი სიამოვნებით თანამშრომლობს რუსეთთან იქ, სადაც მისთვის მომგებიანია, თუმცა, ბევრად პასიური იქ, სადაც მეტწილად რუსული ინტერესია, ხოლო ქოცების - ნაკლები. ვინ იცის - იქნებ რუსეთმა ბოლოს და ბოლოს მოითხოვოს თბილისისგან - ან ჩემთან ხარ ან დასავლეთთან, ორ სკამზე ჯდომა არ გამოვა“.

არ დაგავიწყდეთ, რუსეთს საქართველოში ბევრად უფრო ერთგული ძალები ჰყავს- ალტინფო და ეკლესია, პირველ რიგში, იქნებ მოსკოვმა მათი წინ წაწევა დაგაწყვიტა, თუნდაც ქოცური მმართველობის პირობებში?

ეს და შესაძლოა, კიდევ მრავალი სხვა საკითხი, თეორიაა, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ 2025 წელს ჩვენი დროც მოვიდეს.

 

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა