თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

Technovation Girls SAKARTVELO იწყება

ნახვები: 422 Technovation Girls SAKARTVELO იწყება

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტი Technovation Girls SAKARTVELO მეორედ ჩატარდება.

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 13 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში, ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას, მუშაობენ მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიურ გზებზე და გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოდან წარდგენილი ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლების გოგოებისგან შემდგარი გუნდი - TSFE Technical Support for Earth, პროექტით: Smart Light, 2023 წელს პირველად გახდა ევროპის რეგიონის გამარჯვებული. ხოლო, საქართველომ დასრულებული პროექტების რაოდენობით, მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილი დაიკავა.

„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, სფეროში გოგონების გაძლიერებას და ტექნოლოგიებზე წვდომის გაზრდას მთელი საქართველოს მასშტაბით“ - ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი.

Technovation Girls 2024-ში მონაწილეობა შეუძლიათ გოგოებს ორ ასაკობრივ ჯგუფში: 13-15 წელი და 16-18 წელი, გუნდში შესაძლოა იყოს 1-5 მონაწილე. პროექტში ასევე ვიწვევთ მოხალისე მენტორებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. მსურველებმა სარეგისტრაციო მარტივი ფორმა 24 ნოემბრამდე უნდა შეავსოთ.

Technovation Girls - საქართველოს 2024 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გუნდები გააგრძელებენ მონაწილეობას გლობალურ შეჯიბრში. საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ ბანაკში, რომელიც ზაფხულში ჩატარდება.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ Total Courage-ის გუნდმა ალტე უნივერსიტეტს უკვე მეორედ მიანდო საქართველოში ამ პროგრამის მასპინძლობა. პარტნიორ ორგანიზაციებთან, მენტორებთან და მოხალისეებთან ერთად კიდევ აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოზარდი გოგო ჩაერთოს ამ პროექტში, დაინტერესდეს ტექნოლოგიებით, იმუშაოს ახალ იდეებზე და მომავალში აირჩიოს ტექნოლოგიებთან და ინჟინერიასთან დაკავშირებული კარიერა. გასულ წელს, პროექტის წარმატებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ამ მიმართულებით დაინტერესება დიდია, ამიტომ, კიდევ უფრო დიდი შემართებით ვეცდები, რომ დაინტერესებულ გოგოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი და პროფესიონალი პრაქტიკოსების გამოცდილება“ - ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი. 

Technovation Girls SAKARTVELO 2024 მონაწილეობის მსურველმა სარეგისტრაციო ფორმა 24 ნოემბრამდე უნდა შეავსონ

გოგოების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/TgyuzYoSvTyDkZy76

მენტორების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/W9p3s158MZMrcSwf8

Technovation Girls SAKARTVELO ხორციელდება ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ტექდრო“ თანამშრომლობით და  თიბისის მხარდამჭერით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა