კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მისცეს რუსეთს სიგნალი, რომ მსოფლიო არ დაიღლება უკრაინის დახმარებით

ნახვები: 603 ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მისცეს რუსეთს სიგნალი, რომ მსოფლიო არ დაიღლება უკრაინის დახმარებით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მისცეს რუსეთს სიგნალი, რომ მსოფლიო არ დაიღლება უკრაინის დახმარებით.

„ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა – ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ახლა მთავარია, უკრაინის მხარდაჭერა მომავალ წელსაც საკმარისი იყოს. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან და განიხილავენ ამას ისე, როგორც ჩვენ. ჩვენ ახლა გვჭირდება სიგნალი რუსეთის მიმართ: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას.

ზელენსკიმ  მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს, რომელმაც ორ მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას მომავალი წლისთვის, ძირითადად, უსაფრთხოების სექტორში.

„მადლობა, მარკ, ბატონო პრემიერო და მადლობა მთელ ჰოლანდიურ საზოგადოებას. ეს დროული სიგნალია. მნიშვნელოვანია, ვიგრძნოთ, რომ თავისუფლების დაცვა საიმედო და გულწრფელ მხარდაჭერას ეფუძნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა