ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„სააკაშვილი არის პრეზიდენტობის ანტისიმბოლო“ - ირაკლი კობახიძე

ნახვები: 369 „სააკაშვილი არის პრეზიდენტობის ანტისიმბოლო“ - ირაკლი კობახიძე

„მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტის ანტისიმბოლო საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რატომ? ერთი - მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უკავშირდება ადამიანების წამებას, ადამიანების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვას" - აცხადებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

"ხდება რაღაცა სიმბოლიზმის გამოყენება სააკაშვილთან მიმართებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მესამე პრეზიდენტის სიმბოლო და ა.შ. ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტს მართლაც ახასიათებს გარკვეული დოზით სიმბოლიზმი, თუმცა ყოფილი პრეზიდენტები, ისტორია აჩვენებს ამას, არიან ან სიმბოლოები ან ანტისიმბოლოები, შუალედური მაგალითებიც კი არ აქვს ისტორიას. სააკაშვილს რაც შეეხება, ის არის ანტისიმბოლო.

ის არის ანტისიმბოლო საქართველოში და ის არის ანტისიმბოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რატომ? ერთი - მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უკავშირდება ადამიანების წამებას, ადამიანების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვას. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რაც მას, როგორც თავის დროზე პრეზიდენტს, აქვს ჩადენილი", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ:

მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და იგი უკვე 46 დღეა შიმშილობს. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ოპოზიცია აქციებს არ წყვეტს.

გუშინვე, ამავე მოთხოვნით შიმშილობა 10 დეპუტატმა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებას გეგმავს პაატა ბურჭულაძეც.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა