კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა - გინტურის მკვლელების „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანას ითხოვდა პარლამენტში ოპოზიცია და ესაა დღეს ევროპარლამენტის მოთხოვნა

ნახვები: 472 თინა ბოკუჩავა - გინტურის მკვლელების „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანას ითხოვდა პარლამენტში ოპოზიცია და ესაა დღეს ევროპარლამენტის მოთხოვნა

თამაზ გინტურის მკვლელების "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანას ითხოვდა პარლამენტში ოპოზიცია და ესაა დღეს ევროპარლამენტის მოთხოვნა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავს საქართველოში ოპოზიცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მეგობრები, - ამის შესახებ ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამის საპირისპიროდ "ქართული ოცნება" "ოკუპანტის ინტერესებს იცავს" საკუთარი ქმედებებით, მათ შორის, მათ მიერ პარლამენტში წარმოდგენილი რეზოლუციის დაიგნორებით.

"სწორედ ამ სულისკვეთებით ოპოზიციამ პარლამენტში სრული ოპოზიციური მხარდაჭერით და კონსენსუსით დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა თამაზ გინტურის მკვლელების "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანას და შემდეგ ყველა საერთაშორისო ასპარეზის გამოყენებას იმისთვის, რომ დამნაშავეებზე დაწესებული იყოს სანქციები. ეს იყო სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა და ესაა დღეს ევროპარლამენტის მოთხოვნა, რაც კვლავ ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დღეს იცავს საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მეგობრები, მათ შორის ევროპაში, კერძოდ ევროპარლამენტში მაშინ, როცა გვყავს ხელისუფლება რომელიც ღიად პრორუსულ, კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ატარებს და არ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ევროპარლამენტმა ევროპის საბჭოს, როგორც აღმასრულებელ ორგანოს მიმართა, რომ დაწესდეს სანქციები კონკრეტულ პირებზე, დამნაშავეებზე, მკვლელებზე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირებზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა