კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვლადიმირ ვაისი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს

ნახვები: 372 ვლადიმირ ვაისი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს

საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდი გახდა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს, – ამის შესახებ ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა და „ჯვაროსნების“ ყოფილმა დამრიგებელმა, ვლადიმირ ვაისმა „ჩემპიონატთან” ინტერვიუში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები პლეი ოფის საშუალებით ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. გუნდი კარგად თამაშობს, ისინი პირველი მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ. ვფიქრობ, მეორე მცდელობა წარმატებული იქნება. როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ფინალში გავედით, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავმარცხდით.

ახლა მოთამაშეები უფრო გამოცდილები არიან და გუნდს კლასი ეტყობა. დარწმუნებული ვარ, ისინი სასურველ შედეგს მიაღწევენ, ამით ყველა ქართველი ბედნიერი იქნება“, – განაცხადა ვაისმა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში „ჯვაროსნები“ შინ ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში საუკეთესოს ასევე საკუთარ სტადიონზე მიიღებენ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა