ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკეტვა, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად - ალექსანდრე დარახველიძე

ნახვები: 408 თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკეტვა, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად - ალექსანდრე დარახველიძე

თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ეს არის პირდაპირ კანონში განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის მიღებული , - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" აქციას გამოეხმაურა.

"ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, რომ ხელოვნურად გეგმავენ გზის გადაკეტვას და განზრახ დაბრკოლებების შექმნას ტრანსპორტისთვის. თუკი მონაწილეები არღვევენ კანონის მოთხოვნებს, პოლიციას აქვს უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისი მექანიზმები და სწორედ ამის თაობაზე იყო საუბარი, როცა შსს- მ გაავრცელა განცხადება. იმ შემთხვევაში, თუკი "ნაციონალური მოძრაობა" არ დაარღვევს კანონს და არ გასცდება შეკრებისა და მანიფესტაციის დაშვებულ იმ ფარგლებს, რაც არის განსაზღვრული კანონით, ბუნებრივია, მათ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირს, აქვთ უფლება შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის. კანონში პირდაპირ ჩაწერილია, რომ თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებულია ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ეს არის პირდაპირ კანონში განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის მიღებული", - განაცხადა დარახველიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა