თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„ნაპოლის“ მწვრთნელი - ვეცდებით, „რეალთან“ წარმატებით ვითამაშოთ და მერვედფინალში ადგილი მოვიპოვოთ

ნახვები: 403 „ნაპოლის“ მწვრთნელი - ვეცდებით, „რეალთან“ წარმატებით ვითამაშოთ და მერვედფინალში ადგილი მოვიპოვოთ

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ მადრიდის „რეალთან“ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„დიდ ემოციას არ ვგრძნობ. წლებია, მწვრთნელი ვარ და ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო, იქნება ეს ამ დონის თამაშები თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს. გვესმის, რომ უნდა დავუპირისპირდეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს. ორივე გუნდის სიძნელეები ცნობილია, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა, მაქსიმუმი გავაკეთოთ.

„რეალის“ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ადრე ხშირი ურთიერთობა გვქონდა. მას უსაზღვრო პატივს ვცემ, რადგან დიდი სპეციალისტი და კარგი ადამიანია. ყოველთვის სიმშვიდეს ავლენს და შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ უნდა ხელმძღვანელობდე გუნდს.

ჩვენი პრობლემები ცნობილია – იესპერ ლინდსტრომი, მატიას ოლივერა და მარიო რუი ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ. დიეგო დემე კი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არის. ბოლო ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი მხოლოდ ერთი ტაიმის სათამაშოდ არის მზად.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ვეცდებით, „რეალთან“ წარმატებით ვითამაშოთ და მერვედფინალში ადგილი მოვიპოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო თამაში რთული იქნება და შეცდომების დაშვების უფლება არ გვექნება“, – განაცხადა ვალტერ მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისთან“ მატჩს „რეალი“ მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. ტრამების გამო გუნდს ტიბო კურტუა, კეპა არასაბალაგა, მილიტაო, ედუარდო კამავინგააურელინ ჩუამენივინისიუს ჟუნიორი და ლუკა მოდრიჩი ვერ დაეხმარებიან.

„რეალისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

1tv.ge

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა