პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

კარლო ანჩელოტი - კვარაცხელიასა და ოსიმენის კონტრშეტევები თავიდან უნდა ავიცილოთ

ნახვები: 500 კარლო ანჩელოტი - კვარაცხელიასა და ოსიმენის კონტრშეტევები თავიდან უნდა ავიცილოთ

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ნაპოლისთან“ დაპირისპირებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წინააღმდეგ დიდი სიფრთხილით უნდა ითამაშონ.

„ამ შეხვედრის მოგებით შეგვიძლია პირველი ადგილი გავინაღდოთ. ამიტომ გვსურს, რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ. „ნაპოლიში“ მაძარის დანიშვნა არ გამკვირვებია. ის ჩემი მეგობარი და გამოცდილი მწვრთნელია, რომელიც იტალიურ ფეხბურთს კარგად იცნობს.

ორივე გუნდში ბევრი ტრავმირებული მოთამაშეა, მაგრამ ასეთი ვითარება გუნდს ყოველთვის აძლიერებს. ჩვენ ვნახეთ, „ატალანტასთან“ ბერგამოში „ნაპოლიმ“ რა კარგად ითამაშა.

„ნაპოლისთან“ პირველ მატჩიც რთული იყო და ახლანდელ დაპირისპირებაშიც იმავეს ველოდები. კვარაცხელიასა და ოსიმენის კონტრშეტევები შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს და ამიტომ ეს საფრთხეები თავიდან უნდა ავიცილოთ“, – განაცხადა ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე.

„ნაპოლის“ ტრავმის გამო იესპერ ლინდსტრომი, მატიას ოლივერა და მარიო რუი ვერ დაეხმარებიან, ხოლო „რეალს“ – ტიბო კურტუა, მილიტაო, ედუარდო კამავინგა, აურელინ ჩუამენი, ვინისიუს ჟუნიორი, კეპა არასაბალაგა და ლუკა მოდრიჩი. ბრაიმ დიასი კი მომჯობინდა და, შესძლოა, შეცვლაზე ითამაშოს.

„რეალი“ „ნაპოლის“ შეხვედრა 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

1.tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა