თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა

ნახვები: 385 პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის აგვისტოში, ბრალდებულმა ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის" წარმომადგენელები დაარწმუნა, რომ შემოიყვანდა ინვესტორს, რომელიც ასოციაციის ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას მას შემდეგ შეიძენდა, რაც აღნიშნული ქონება მასზე, როგორც ინვესტორისთვის სანდო პირზე გადაფორმდებოდა.

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელშიც მიეთითა, რომ თითქოსდა ბრალდებულმა გადაიხადა უძრავი ქონების ღირებულება - 800 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის შედეგად, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ბორჯომში, ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის" კუთვნილ 4652 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა