ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„მე ვარ რჯულმდებელიც და კანონმდებელიც, ამას ქრისტიანობასთან საერთო არ აქვს“ - მეუფე გრიგოლი

ნახვები: 398 „მე ვარ რჯულმდებელიც და კანონმდებელიც, ამას ქრისტიანობასთან საერთო არ აქვს“ - მეუფე გრიგოლი

„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ფაქტობრივად ჩვენი გულები დაპყრობილი აქვს ურთიერთ სიძულვილს, მიუღებლობას და აუტანლობას, შურისძიების წყურვილს, რა ჰქვია ამას, ამას ჰქვია შეპყრობილობა? მე შემიძლია ასეთი შეფასება მივცე, რომ ქრისტე უარყოფილი გვყავს, განდევნილი გვყავს. მე ვარ რჯულმდებელიც და კანონმდებელიც, ამას ქრისტიანობასთან საერთო არ აქვს," - განაცხადა დღეს, 16 ნოემბერს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას.

"ღმერთი სიყვარული არს, ეს არის ის საოცარი რამ, რომელიც სასწაულებს ახდენს და სწორედ იმ დიდი სასწაულის შედეგად რასაც სიყვარული ჰქვია, ადამიანები ახერხებდნენ დაეძლიათ ის სისასტიკე, მძულვარება, რომელიც მოძალადის მიმართ გიჩნდება ადამიანს.

უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ფაქტობრივად ჩვენი გულები დაპყრობილი აქვს ურთიერთ სიძულვილს, მიუღებლობას და აუტანლობას, შურისძიების წყურვილს, რა ჰქვია ამას, ამას ჰქვია შეპყრობილობა? მე შემიძლია ასეთი შეფასება მივცე, რომ ქრისტე უარყოფილი გვყავს, განდევნილი გვყავს. მე ვარ რჯულმდებელიც და კანონმდებელიც, ამას ქრისტიანობასთან საერთო არ აქვს.

როგორც კი ადამიანი ბოროტებასთან ბრძოლას იწყებს, ძალიან ხშირად, მას ემსგავსება, რასაც უპირისპირდები და ომს უცხადებ, მას ემსგავსები. ბოროტი სული ყველასთვის განსაცდელია, ჩინიანისთვის და უჩინოსთვის, მაგრამ ეს შინაგანი შეპყრობილობა ბევრად უფრო საშიში ხდება, არა მარტო ამ ადამიანისთვის, მთელი საზოგადოებებისთვისაც კი, თუ ამ ადამიანის უფლებამოსილება ვრცელდება დიდ მასებზე", - თქვა მეუფე გრიგოლმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა