კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა წითლიძე პარტიიდან გასულ წევრებზე - ვწუხვარ, რომ მათთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია

ნახვები: 476 ანა წითლიძე პარტიიდან გასულ წევრებზე - ვწუხვარ, რომ მათთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია

ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია - თუ გულწრფელები არიან, უნდა დატოვონ საკრებულოში მანდატები და მაღალი თანამდებობები, რომელიც აქვთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე საკრებულოს 14 წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

წითლიძის თქმით, მათ ეს ნაბიჯი უნდა გადადგან თუ გულწრფელები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში „იქნებიან მანდატების ისეთივე ქურდები, როგორსაც ეძახდნენ 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასულ ადამიანებს“.

წითლიძის თქმით, თუ ისინი მანდატებს დატოვებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს სიით შეიყვანონ პარტიის წევრები.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე, მისი ერთიანობის მანიფესტზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნიკა მელია. ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია, როცა არ გაითვალისწინეს მიხეილ სააკაშვილის არც ერთი განცხადება და მოწოდება ერთიანობასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები თავიანთი პოზიციებით ისედაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ მოდიოდნენ თანხვედრაში პარტიის პოზიციებთან, უბრალოდ ეს დღეს გააფორმეს ასე ოფიციალურად. წარმატებები შემიძლია ვუსურვო და თითოეულს უნდა ესმოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი გაუვლია არაერთხელ. „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არ არის კონკრეტული გვარები, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არის თავის მრავალათასიანი ამომრჩეველი და არის მიხეილ სააკაშვილი.

მინდა მათ მოვუწოდო - თუ თქვენ ბოლომდე გულწრფელები ხართ, რადგან დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე უნდა დატოვოთ „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული მანდატები საკრებულოებში და „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, კომისიების და მაღალი ხელფასები, რომელიც მათ აქვთ მხოლოდ, იმიტომ, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები,“ - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22 წევრიდან 14-მა დატოვა.

როგორც საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე, მაია კალანდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზეზი პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მის მიერ გაჟღერებული განცხადებებია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ამის შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა