ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინის ომბუდსმენი გიული ალასანიას შეხვდა

ნახვები: 383 უკრაინის ომბუდსმენი გიული ალასანიას შეხვდა

„ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის უფლებას," - აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, რომელიც ისევ საქართველოშია და შეხვედრებს განაგრძობს.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 48-ე დღეა, შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. ამასთან, იგივე მოთხოვნით, ათი დეპუტატი შიმშილობს. ასევე, ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

"უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში გაეროს უმაღლეს კომისარს, ეუთო/ოდირის ხელმძღვანელს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველ 9 საერთაშორისო ორგანიზაციასა და უკრაინაში აკრედიტებულ 78 დიპლომატიურ მისიას.

ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის უფლებას, უსაფრთხოებას, შესაბამის სამედიცინო დახმარებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას", - ამბობს დენისოვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა