საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

ნახვები: 411 გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

„ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი და მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს მომავლის გზავნილი, რომელიც ერთადერთი და უპირობოა," - ნათქვამია გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების პეტიციაში, რომლითაც ახალგაზრდები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 48-ე დღეა, შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. ამასთან, იგივე მოთხოვნით, ათი დეპუტატი შიმშილობს. ასევე, ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

„ჩვენ, უბრალო სტუდენტებს და საქართველოს მოქალაქეებს, ამ წუთას სამწუხაროდ, არ შეგვიძლია რაიმე გადავწყვიტოთ, მაგრამ იმედი გვაქვს, ჩვენი ხმა იმ ადამიანებამდე მიაღწევს, ვისაც დღეს ჩვენზე მეტი შეუძლია.

ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი და მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს მომავლის გზავნილი, რომელიც ერთადერთი და უპირობოა:

დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და გაუწიეთ მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება!

მისი ძალადობრივი გადათრევა ერთი ციხიდან მეორეში, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, მისდამი არაადამიანური მოპყრობა, რაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებით დასტურდება, არის მკვეთრი უკანსვლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შემაშფოთებელია ევროპარლამენტარებისთვის ნათქვამი უარი მოინახულონ მოშიმშილე პატიმარი, ასევე ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მოწოდებების მრავალგზის უგულებელყოფა. ეს ყველაფერი ძალიან გვაშორებს იმ საქართველოსგან, რომელშიც ჩვენ გვინდა ცხოვრება", - წერენ სტუდენტები.

ამასთან, ქართველი სტუდენტები, გერმანიის პრეზიდენტსვ მიმართავენ და სთხოვენ საქართველოს ხელუსფლებას გაუზიაროს მისი აზრი და ხედვა.

"ბატონო შტაინმაიერ, ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რაც არ წერია ჩვენს კონსტიტუციაში. ჩვენსავით ათასობით ადამიანს საქართველოში მიაჩნია, რომ სწორედ მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვაზე გადის გამყოფი ხაზი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ქვეყნის დასავლურ კურსსა და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას, პასუხისმგებლიან სამოქალაქო და ვერშემდგარ საზოგადოებას შორის. ამ წუთას, იგივე მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის ათი წევრი შიმშილობს. ერთ-ერთი მათგანი, ელენე ხოშტარია, პარლამენტის შენობაში უკვე მე-14 დღეა შიმშილობს და მისი სიცოცხლეც საფრთხეშია. მთავრობას ქვეყანა კატასტროფული დეჰუმანიზაციისკენ მიჰყავს. ჩვენ არ გვსურს ვუყურებდეთ ადამიანის სიკვდილს საკანში, რომელსაც სახელმწიფო უარს ეუბნება სამედიცინო დახმარებაზე! ყველას, ვინც საქართველოს, ამ პატარა ქვეყანას, მშვიდობას და დემოკრატიულ ღირებულებებს უსურვებს, ვთხოვთ მიმართონ ჩვენს მთავრობას და მოსთხოვონ მას დაიცვას ადამიანის უფლებები!" - წერია მანისფესტში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა