Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ნათია თურნავა - ბოლო ერთ წელიწადში ლარის კურსი ისტორიულად გამყარდა

ნახვები: 446 ნათია თურნავა - ბოლო ერთ წელიწადში ლარის კურსი ისტორიულად გამყარდა

ბოლო ერთ წელიწადში ლარის კურსი ისტორიულად გამყარდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სავალუტო კურსზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები.

„მცურავი სავალუტო კურსი ჩვენი ტიპის ეკონომიკისთვის არის ერთ-ერთი ოპტიმალური იმიტომ, რომ ის გამოიყენება, როგორც ერთგვარი ამორტიზატორი გარე შოკებთან მიმართებაში. ბოლო ერთ წელიწადში ლარის კურსი ისტორიულად გამყარდა. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიანი რყევები არსებობდა და ზაფხულთან შედარებით მცირედით არის გაუფასურებული, მთლიანობაში წლიურ ჭრილში, რომ განვიხილოთ კვლავაც, ჩვენი ეფექტური რეალური სავალუტო კურსი არის ისტორიულად გამყარებული.

ამაზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, რომლის თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ ჯანსაღი ვითარება გვაქვს. პანდემიის შემდეგ მოხდა ეკონომიკის აღდგენა, საგარეო შემოდინებებიც საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი, მათ შორის, ტურიზმი პრეპანდემიურ ტრენდზე დაჯდა და პირიქით, გადააჭარბა შემოსავლებმა ტურიზმიდან. გზავნილები ნორმალიზდება, მიგრანტების ერთჯერადი ფაქტორი იყოს და საკმაოდ ძლიერი იყო შემოდინება გზავნილების სახით და ახლა ეს მონაცემი თანდათან კლებულობს, მათ შორის, რუსეთიდან, თუმცა იზრდება ამერიკიდან, ევროკავშირიდან, ყაზახეთიდან და ა.შ.

ერთი ფაქტორი, რომელიც არის უფრო მეტად საყურადღებოდა, ეს არის გლობალურად გამყარებული დოლარი და ევრო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა