რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

კახა კალაძე - ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია

ნახვები: 516 კახა კალაძე - ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია

თბილისის მერი, კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

როგორც თბილისის მერი სოციალურ ქსელში წერს, ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და ისრაელს გამარჯვებას და განვითარებას უსურვებს.

„დღეს ხანუქას პირველი სანთელი აინთო.

მინდა, ეს დღესასწაული მივულოცო, არა მხოლოდ ქართველ ებრაელებს, არამედ ისრაელის ყველა მოქალაქეს.

ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და მეც სწორედ ამას გისურვებთ - გამარჯვებას და განვითარებას!

მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა საქართველოს!“, - აცხადებს კალაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა