კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - მელიას პარტია იქნება სერიოზული ოპოზიციური პარტია, სერიოზული მოთამაშე ჩნდება, რომელიც გააძლიერებს ნომერ პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას

ნახვები: 471 რომან გოცირიძე - მელიას პარტია იქნება სერიოზული ოპოზიციური პარტია, სერიოზული მოთამაშე ჩნდება, რომელიც გააძლიერებს ნომერ პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას

მელიას პარტია იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია, სერიოზული მოთამაშე ჩნდება, რომელიც გააძლიერებს ნომერ პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას - საკუთარი თავი ასეთი ცენტრის ერთ- ერთ ნაწილად წარმომიდგენია, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მელიას ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა იყო სწორედ ეს გადაწყვეტილება, რაც შეეხება ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების მიერ პარტიის დაფუძნებას, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია და მას ექნება მხარდაჭერა არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული ამომრჩევლებისა, რომელთა საკმაოდ ნაწილი განხიბლულია „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მდგომარეობით, არამედ იმ ამომრჩევლის, რომელიც ორიენტირებული იყო ეროვნულ და ლიბერალურ პოლიტიკურ ძალაზე როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ დროს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ უნდოდა მისთვის ხმის მიცემა. ეს ეხება ასევე ახალგაზრდობის დიდ ნაწილს. ნიკა მელია შესაძლებელია ამ ყაიდის ელექტორატის შემკრებიც იყოს, ასევე სერიოზული მოთამაშე ჩნდება უკვე ოპოზიციურ ფლანგზე იმ კუთხით, რომ იგი გააძლიერებს მომავალში მთავარი პოლიტიკური ცენტრის, მთავარი ოპოზიციური ძალის, ნომერ პირველი პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას, რომელსაც უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი პოტენციალი, ვიდრე დღეს აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილება. მძლავრი პოლიტიკური ბლოკი, „ნაციონალური მოძრაობა“, პლუს გახარიას პარტია, რომლებიც, ალბათ, გადალახავენ 5 პროცენტიან ბარიერს და აქეთ მათზე ძლიერი ასეთი ბლოკი, რომელიც გააერთიანებს ოპოზიციის დიდ ნაწილს, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ხელისუფლების შეცვლის მნიშვნელოვანი ფაქტორ“, - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, იხილავენ თუ არა მას და ხატია დეკანოიძეს ნიკა მელიასთან, გოცირიძე პასუხობს, რომ მას თავი მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნაწილად წარმოუდგენია, თუმცა, რა მოხდება მომავალში არავინ იცის და ამაზე საუბარი ნიკა მელიასთან არ ჰქონიათ.

„ნახევარი წელია ვსაუბრობ, რომ უნდა შეიქმნას მთავარი ოპოზიციური ცენტრი, მე წარმომადგინა საკუთარი თავი ამ დიდი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთ ნაწილად. რა მოხდება მომავალში, ეს ჯერ არავინ იცის, არც მე და ხატიას გვქონია ამაზე საუბარი, არც ნიკასთან, ასე რომ დავაკვირდებით პროცესებს. მთავარია, ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს და ისეთი სტრუქტურა მიიღოს ოპოზიციის გაერთიანებამ, რომ მან შეძლოს „ქართული ოცნების“ დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა”, - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა