კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

2023 წელს სტატუსი 36 295 სტუდენტმა შეიჩერა - რამდენ სტუდენტს ჩამოაწერა სახელმწიფომ ფინანსური დავალიანება და მათგან რამდენმა აღიდგინა სტუდენტის სტატუსი?

ნახვები: 515 2023 წელს სტატუსი 36 295 სტუდენტმა შეიჩერა - რამდენ სტუდენტს ჩამოაწერა სახელმწიფომ ფინანსური დავალიანება და მათგან რამდენმა აღიდგინა სტუდენტის სტატუსი?

უწყების განმარტებითვე, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა, იყოს: სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა); ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

გარდა ამისა, როგორც სამინისტროს მიერ დეპუტატისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 30 000-მდე სტუდენტს.

„2023 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შემდგომ სტატუსი აღიდგინა 4 000-მდე სტუდენტმა. აქვე აღსანიშნავია, რომ სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული პროცესი მიმდინარეა,“- ვკითხულობთ განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 15 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებოდათ.

 

bpn.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა