კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯონ კირბი - თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ

ნახვები: 552 ჯონ კირბი - თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ

თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„როგორც უკვე აღვნიშნე, თუ ფიქრობთ, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის საფასური მაღალია, დაფიქრდით, რამდენის გაღება მოგვიწევს ეროვნული ხაზინიდან და რამდენი ამერიკელის სისხლის ფასი დაჯდება, თუ ჩვენ მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად დავიწყებთ მოქმედებას”, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

როგორც ჯონ კირბიმ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი მოელის იმას, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება.

„თუ თქვენ ზრუნავთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თქვენ უნდა განიხილოთ ბატონი პუტინი ისეთად, როგორიც ის არის და გესმოდეთ, რომ უკრაინის დახმარება, ეს ჩვენი და ევროპის ყველა ჩვენი მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია“, - აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა