რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

„არის სურვილი, რომ მოკლან“ - გიული ალასანია

ნახვები: 352 „არის სურვილი, რომ მოკლან“ - გიული ალასანია

„არის სურვილი, რომ მოკლან ადამიანი", - განაცხადა დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 48-ე დღეა, შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. ამასთან, იგივე მოთხოვნით, ათი დეპუტატი შიმშილობს. ასევე, ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

„არის სურვილი, რომ მოკლან ადამიანი. ერთადერთი მისი დანაშაული ის არის, რომ 2008 წელს არ გადასცა ქვეყანა ბრძოლის და წინააღმდეგობის გარეშე რუსებს. ეს არის მისი ერთადერთი დანაშაული", - განაცხადა ალასანიამ.

ალასანიამ უკრაინის სახალხო დამცველთან შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის უფლებებს დაიცავს.

„ინფორმაცია მაქვს მხოლოდ ის, რასაც ვისმენ ტელევიზიით. ქალბატონი ძალიან აქტიურია და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია,რომ დაიცვას თავისი მოქალაქის უფლებები. იურიდიულად და ფორმალურად, დღეს ის არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ უკრაინა რა თქმა უნდა ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს", - განაცხადა ალასანიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა