კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი ძველი პირადობის მოწმობების გაუქმებაზე - ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას

ნახვები: 545 შალვა პაპუაშვილი ძველი პირადობის მოწმობების გაუქმებაზე - ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას

ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას, - ასე უპასუხა ბაქოში ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველი ჟურნალისტების კითხვას 2011 წლამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ძველი პირადობის მოწმობების ჩანაცვლების საკითხზე ოპოზიციასთან შეთანხმება მიღწეულია.

„პირადობის მოწმობებს რაც შეეხება, იცით, რომ მათ შორის ოპოზიციასთან შეხვედრის დროს არის მიღწეული შეთანხმება, ვინაიდან არსებობს ეს გამოწვევა ძველი პირადობის მოწმობებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, აქციების მიუხედავად, უფასოდ ჩანაცვლების მიუხედავად ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოღებული მიმოქცევიდან. მათ შორის არის მოქალაქეების დიდი რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა, უკვე საქართველოშიც დიდი ხანია არ იმყოფებიან, შესაძლოა, გარდაცვლილებიც არიან, ვინაიდან ეს ძველი პირადობის მოწმობებია, ამიტომ, ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა