ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შეგიძლიათ, იყოთ მშვიდად“ - თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას არ მიესალმება

ნახვები: 398 შეგიძლიათ, იყოთ მშვიდად“ - თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას არ მიესალმება

„თუკი საჭიროება გაჩნდება, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში გადაიყვანენ,"- განაცხადა დღეს, 18 ნოემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ: საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და უკვე 49 დღეა, შიმშილობს. სახალხო დამცველის ექსპერტთა დასკვნით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. ამავე მოთხოვნით შიმშილობს „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და ენმ-ს 10 დეპუტატი. ამგვარ პროტესტს უერთდებიან ექიმები და მოქალაქეებიც.

„შეგიძლიათ იყოთ მშვიდად იმიტომ, რომ როგორც კი და თუ გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება. შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ, ეს არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი. იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები მალე შეწყვეტენ პროტესტის ამ ფორმას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა