კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიგა ბოკერია - ამ ვითარებაში კანდიდატის სტატუსი რომ მივიღოთ, არაფერი საზეიმო არ გვაქვს

ნახვები: 461 გიგა ბოკერია - ამ ვითარებაში კანდიდატის სტატუსი რომ მივიღოთ, არაფერი საზეიმო არ გვაქვს

ამ ვითარებაში კანდიდატის სტატუსი რომ მივიღოთ, არაფერი საზეიმო არ გვაქვს იქამდე, ვიდრე ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმს არ გამოვცვლით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 13 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პრეზიდენტისა და ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილისგან, განსაკუთრებით კი, „ლელოსგან“, „დროასა“ და „გირჩისგან“, „ევროპულ საქართველოს“ არსებითად განსხვავებული პოზიცია აქვს.

ბოკერიას თქმით, კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუმცა, ის ამ ხელისუფლების პირობებში ის ქვეყანას ვერ უშველის.

„ჩვენ ვთვლით, რომ ამ ვითარებაში კანდიდატის სტატუსი რომ მივიღოთ, არაფერი საზეიმო არ გვაქვს იქამდე, ვიდრე არ გამოვცვლით ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმს პროდასავლური, პროქართული ხელისუფლებით“, - განაცხადა ბოკერიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა