კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოლაფ შოლცი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე

ნახვები: 471 ოლაფ შოლცი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე

გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან და განსაკუთრებით, უკრაინასთან მიმართებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განუცხადა.

„დაწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი დებატები ევროპაში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში. გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ ვფიქობთ, აუცილებელი ნიშანია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინელების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა ზომის შესრულებისკენ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, შოლცმა უპასუხა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა