კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს რადიკალურ ფრთას, რომელიც ქვეყნის მტერია

ნახვები: 475 კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს რადიკალურ ფრთას, რომელიც ქვეყნის მტერია

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობენ უცხოელები, მთავარია, რას ამბობს ქვეყნის მოსახლეობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს, ასევე მედიის წარმომადგენელმა დედაქალაქის მერს მიმართა, რომ პრეზიდენტს უცხოეთში კარგი რეპუტაცია აქვს და რა შეფასებას გააკეთებდა ამის შესახებ.

„ამას არ შეუძლია, დიდი ცვლილება შემოიტანოს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაში, თუნდაც ოპოზიციურ სპექტრში. რას ამბობენ უცხოელები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რას ამბობს ქვეყნის მოსახლეობა. ეს ყველა პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს. საქართველოში როცა აკეთებ პოლიტიკას და პოლიტიკოსი გქვია, უნდა იზრუნო იმაზე, რომ შენი ქვეყნის მოსახლეობაში მოიპოვო ავტორიტეტი, მათი მხარდაჭერა გქონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, როგორ ფიქრობს, აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს საქართველოში რეიტინგი, კახა კალაძემ აღნიშნა:

„გახსოვთ არჩევნები, როგორი ნეგატიური განწყობა იყო მის მიმართ თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც, საარჩევნო ბანერებში ჩვენი ფოტოსურათების განთავსება მოგვიწია. ცხადია, გარკვეული დისკომფორტი იყო. დღეს სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც ქვეყნის მტერია და ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის მომავალს, განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას. ეს გამოიხატება მათი ქმედებებით. საგარეო კურსზე ხომ ყველა ვთანხმდებით და ყველასთვის მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი. შენ რომ პოლიტიკოსი გქვია და დარბიხარ ბრიუსელში, ყველაფერს აკეთებ, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, პირდაპირ ამბობ, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს, პირველ რიგში, ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ასეთი პოლიტიკოსების ადგილი იქნება იქ, სადაც ეს რადიკალური ოპოზიცია იმყოფება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა