Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

„რიტორიკა ჰქონდა შეცვლილი“ - ლევან ხაბეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე

ნახვები: 352 „რიტორიკა ჰქონდა შეცვლილი“ - ლევან ხაბეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე

„რიტორიკა ჰქონდა შეცვლილი,"- განაცხადა დღეს, 18 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებზე საუბრისას.

„რიტორიკა ჰქონდა შეცვლილი და ალბათ, ეს უკავშირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ მისი მისამართით გაკეთებულ შენიშვნებს. რამაც გამოიწვია ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად ევროპელების შემონათვალი გადასცა საქართველოს ხელისუფლებას და თქვა, რომ იმ სიველურეს, როგორც ექცევიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, არანაირი გამართლება არა აქვს. თუმცა, მეორე ნაწილიც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, რაღაც ბლა-ბლა, რაც ქოცებისთვის მაშველი რგოლის გადაგდებას ემსახურებოდა.

საბოლოო ჯამში, ეს განცხადება ცხადად ასახავს, რომ რიტორიკა აქვთ შეცვლილი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა