რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

„პოლიტიკო“ - გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, ოლაფ შოლცმა უთხრა ვიქტორ ორბანს, შეეძლო, დაეტოვებინა ოთახი

ნახვები: 565 „პოლიტიკო“ - გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, ოლაფ შოლცმა უთხრა ვიქტორ ორბანს, შეეძლო, დაეტოვებინა ოთახი

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, ვიქტორ ორბანი დარბაზში არ იმყოფებოდა.

„პოლიტიკო“ ანონიმურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობთ წერს, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უთხრა ვიქტორ ორბანს სხვა ლიდერების წინაშე, რომ თუ მას ნამდვილად არ ჰქონდა თანხმობის სურვილი, მას შეეძლო დაეტოვებინა ოთახი, რათა ევროკავშირის ლიდერებს მისი არყოფნისას ერთსულოვნად მიეღოთ გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ.

დიპლომატიური წყაროს ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოთახი დატოვა, როდესაც გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ევროკაშირის დიპლომატმა „პოლიტიკოს“ უთხრა, რომ ამან შესაძლებელი გახადა ევროკავშირის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რაც სრულიად ლეგალური იყო ევროკავშირის კანონმდებლობით.

„თუ ვინმე არ ესწრება, არ ესწრება. იურიდიულად, ეს აბსოლუტურად ქმედითია“,- განაცხადა ევროკაშირის დიპლომატმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა