ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

„ქვეყნის მტრები არიან“ - გიორგი მარგებაძე ჰესების მოწინააღმდეგე „მწვანუკებზე“

11.19.2021 | 11:26 ნახვები: 675

„პირდაპირ ქვეყნის მტრები არიან“ - ასე აფასებს ახალი ჰიდროელექტროსადგრების მენეჯერი გიორგი მარგებაძე დიდი და პატარა ჰესების საწინაღმდეგო კამპანიის ლიდერებსა თუ აქტივისტებს. ამასთან, მარგებაძე ასო „ეკო“-ს „მწვანუკას“ უწოდებს. ცნობისთვის: „ეკო“ შპს უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშნის, რომელიც მდინარე ნატანებზე 9.085 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ(ნატანები 3 ჰესი) აშენებს, სასამართლოში იმ მოტივით უჩივის, რომ ჰესის მშენებლობით ხვილიკ „სალამანდრას“ და ასევე, ძუძუმწოვარ წავს საფრთხე შეექმნება.

მოკლედ, როგორ უწყობენ „მწვანუკები“ საბოტაჟს ქვეყანას და 13-მილიონიან ინვესტიციას „სალამანდრასა“ და წავის გადარჩენის საბაბით? - ამ კითხვაზე პასუხს გიორგი მარგებაძის წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

- გიორგი, „მწვანეები“, უფრო კონკრეტულად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო“ რას გედავებათ, რა უნდა?

- „ეკო“ „მწვანე ალტერნატივის“ მეტასტაზაა.

- ანუ?

- „მწვანე ალტერნატივა“ დგას და ებრძვის ონის კასკადს, ნამახვანს, ლოპოტას, ბახვს ანუ ყველაფერს. პატარა ჰესებთან საბრძოლველად კი პატარა ორგანიზაციები აქვს, პატარა „მწვანუკები“, რომლებიც თითქოს არ ჩანან, მაგრამ სინამდვილეში 500 მეგავატი სიმძლავრის ჰესებსაც ებრძვიან და 9-მეგავატიანსაც, რაც აბსურდში გადადის. ისე, ამ ბრძოლის მეთოდოლოგია ყველგან ერთნაირია.

- კერძოდ, როგორი?

- თავიდან დაგვიწყეს, აი,  ხეებს ჩეხავთ და ბუნებას ანადგურებთო, მაგრამ ეს შემოტევა გავანეტრალეთ.

- როგორ?

- სოფლები, სადაც პროექტს ვანხორციელებთ, ვაკისჯვარი და ფამფალეთია. აქ მცხოვრებ 500 კომლს გაზი არ აქვს და წარმოდიგინეთ, ყოველ ზამთარს, რომ არ გაიყინოს, ეს ხალხი 4 კუბამეტრი შესისთვის ბილეთის ფულს იხდის და წელიწადში 2000 კუბამეტრ ხეს ჭრის. ჩვენი პროექტის არეალში კი, რომელიც 3 ჰექტარს მოიცავს, სულ 395 კუბამეტრი, ესე იგი, 7-ჯერ ნაკლები ხე უნდა მოვჭრათ, თან ესეც სოფელს უნდა დავურიგოთ. მოსახლეობას ყველაფერი ავუხსენით და მწვანეებს ხელსჩასაჭადი აღარაფერი დარჩათ. ამიტომ, ისეთ აბსურდზე გადავიდნენ, როგორიც მაგალითად, ხვლიკ „სალამანდრას“ შესაძლო განადგურებაა. ისე, როგორი ნონსესნსია, სოფელი რომ ჭრის ხეს, ხმას არ იღებენ და ჰესმა 7-ჯერ ნაკლები რომ უნდა მოჭრას, დებოშს ტეხავ. მაგათი ერთი სიტყვისაც ამიტომ არ მჯერა.

- ანუ, ადგილობრივი მოსახლეობა მცირე ჰესის მშენებლობას არ აპროტესტებს?

- არა, უმრავლესობა არ აპროტესტებს.

- აბა, ეს „ეკო“, ანუ როგორც თქვენ ამბობთ, „მწვანუკა“, ვისი სახელით ლაპარაკობს?

- ისე ლაპარაკობს, როგორც ბუნების დამცველი. სხვათა შორის, რომ დაინახეს, სოფელში აღარ ჩაესვლებათ, ხალხს სულ „მოსყიდული“ ეძახეს. არადა, ადგილობრივები  საკუთარ მომვალზე ფიქრობენ და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ზოგს სამსახურის იმედი აქვს.

სხვათა შორის, ბევრ სოციალურ პროექტს ვანხორციელებთ და იმ ინვესტიციის გარდა, რომელსაც მცირე ჰესის მშენებლობაში ვდებთ, ამ სოციალურ პროექტებზე მილიონნახევარი ლარი იხარჯება.

- „სოციალურ პროექტებში“, კერძოდ, რას გულისხმობთ?

- საბავშვო ბაღის მექანიკური საშუალებებით აღჭურვა, სკოლის რეაბილიტაცია, სარწყავი არხის გაწმენდა, ამბულატორიის მშენებლობა, სპორტული საჭიდაო დარბაზისა და სამკითხველოს მშენებლობა, ასევე, გმირთა მემორიალის განხლება.

- მილიონნახევარი, რაც სოციალურ პროექტებზე დაიხარჯება გასაგებია, მაგრამ მთელი ინვესტიცია, რაც მცირე ჰესის მშენებლობაში იდება, რამდენია?

- წეღანდელი თქმისა არ იყოს, სოციალური პროექტების გარდა, ინვესტიცია 13 მილიონი დოლარია.

- ჰესის მშენებლობა როდის უნდ დასრუდლეს?

- მშენებლობის დაწყებას მომავალი წლის ივლისიდან ვგეგმავთ - საამისოდ ყველაფერი მზად გვაქვს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მშენებლობის ნებართვის მისაღებად მალე მივმართავთ. მშენებლობის დასრულებას კი, ალბათ, წელიწადი და ხუთი თვე დასჭირდება.

- სოციალური პროექტებს უკვე ანხორციელებთ თუ მშენებლობის დაწყების შემდეგ განახორციელებთ?

- სოციალური პროექტების განხორციელებას, მშენებლობის ნებართვის აღებისთანავე, ჰესის მშენებლობის პარალელურად დავიწყებთ.

- ერთი სიტყვით, „მწავნუკები“ მცირე ჰესის მშენებლობას იმიტომ ეწინააღმდეგებიან, რომ ხვლიკ „სალამანდრასა“ და წავის უფლებებს იცავენ, არა?

- „წავი“ საქართველოში თითქმის ყველა ხეობაშია და, რა ვქნათ, წავებზე ვიფიქროთ თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც ქვეყნიდან „პანტაპუნტით“ მიდიან? „სალამანდრა“ კი იმ ხეობაში არ დაფიქსირებულა და, უბრალოდ, იგონებენ.

- ჰოდა, „მწვანუკებიც“ არ გაჩერდებიან და მცირე ან დიდი ჰესის მშენებლობა სადაც უნდა დაიწყოს, სარჩელს „გააშვანშვალებენ“. აი, თქვენც ხომ სწორედ „სალამანდრას“ გამო გიჩივიან?!
- ამ სარჩელის მოპასუხე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროა, მაგრამ რადგან დაინტერესებული მხარე ვართ, სასამართლოში ჩვენი პასუხები გავაგზავნეთ და პოზცია გამოვხატეთ. მეტიც, როცა განხილვა დაიწყება, პროცესსაც დავესწრებით იმიტომ, რომ სარჩელში სასაცილო რაღაცები წერია.

- „სალამანდრა“ და წავი, არა?

- მხედველობაში მხოლოდ ეს არ მაქვს. აი, მაგალითად, „ეკოს“ შენიშვნა აქვს, ჰესის შენობასთან თევზსავალი რატომ არ გაითვალისწინეთო. ეს ძალიან არაპროფესიონალური შენიშვნაა. მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს.

- რატომ?

-  ჰესის შენობასთან თევზსავალს ვინ აკეთებს? თევზსავალი, როგორც წესი, სათავე ნაგებობასთან კეთდება, იქ სადაც ბარიერი ექმნება თევზს სამოძრაოდ,

სხვათა შორის, ისიც სიტყვების რახარუხია, რომ ამბობენ, წყლის მხოლოდ 10 პროცენტს ტოვებენო. რელაურად, ეკოლოგიური ხარჯი სხვანაირადაა გამოთვლილი, ანუ ეს 10-პროცენტინი ეკოლოგიური  ხარჯი საშუალო მრავალწლიურის 10-პროცენტია და არა - იმ წყლის 10%, რაც კონკრეტულ მომენტში მოედინება.

- გიორგი, ეს „ეკო“ ისეთივე ბუნებისდამცველი ხომ არაა, როგორიც მაგალითად, „კავკასიური სახლის“ წარმომადგენელი, ვინმე სოფოა, რომელიც ნამახვანჰესის წინააღმდეგ ისე აქტიურობდა, რომ ლამის ვენებს იჭრიდა?

- დიახ, ეს ქალაბტონიც გვერბძვის - საჯარო განხილვები რომ ტარდებოდა, მოდიოდა და აქტიურად ცილს გვწამებდა, აქუარობა უნდა გადაჩეხონ, კაშხალი აააშენონ და მთელი ვაკიჯვარი დატბორონო. სინამდვილეში, კაშხალს საერთოდ არ ვაშენებთ.

- გიორგი, ამ „ურაპატრიოტებისთვის“ ხომ არ გიკითხავთ, კარგი, ჰესები არ გინდათ, მაგრამ შინ ჭრაქს ანთებთ და „კერასინკით“ თბებითო?

- იცით, ამ კითხვაზე რა პასუხი აქვთ?

- რა?

- სახელმწიფოს ყველაფერი ექსპორტზე გააქვს, მაგრამ თუ აღარ გაიტანს, ეს ელექტროენერგია 100 წელი გვეყოფაო.

- ამას მართლა ამბობენ თუ მეხუმრებით?

- მართლა ამბობენ, ანუ მთავრობის მიმართ უნდობლობა აქვთ და ჰგონიათ, რომ მოხმარებაზე სამჯერ მეტ ელექტროენერგიას გამოვიმუშავბეთ, თუმცა სადღაც კულუარულად ვყიდით. უფროს წორად, თვითონ კი არ ჰგონიათ - სიმართლე მშვენივრად იციან, მაგრამ მსგავსი პოპულისტური განცხადებებით მოსახლეობას „აბოლებენ“. ხომ გესმით, რომ ასეთი რაღაცები ხალხზე მუშაობს, რადგან ხალხმა არ იცის, რომ ქვეყანა 14 მილიარდ კილოვატსაათს მოიხმარს და აქედან 7 მილიარდი იმპორტი გვაქვს. აქედან 10-15% ელქტროენერგიას უჭირავს, დანარჩენი კი - გაზსა და თბოელქტროსადგურებს.

- „ენკაზე“ მსხვილფეხა და წვრილფეხა მწვანეები თუ სხვა ათასი ჯურის ე.წ. გარემოსდამცველები ხმას ყრიდნენ, ფული თეთრდება და თურქები ქართველობას გვართმევენო. უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშნი“-ს თურქეთთან ვერ დალინკავენ, მაგრამ ფულის გათეთრებაზე ჭორს თქვენც ხომ არ გივრცელებენ?

- იცით, როგორ არის?

- როგორ?

- მოსახლეობაზე რომ მუშაობდნენ, ასეთი რაღაცები აქაც იყო, ფულის საკეთებლად მოდიანო და სოციალურ პროექტებში ჩვენს მიერ ჩადებულ მილიონნახევარზეც ხალხს ეუბნებოდნენ, გატყუებენო, ანუ „ფულის გათეთრება“ არ უხსენებიათ, მაგრამ ავრცელებდნენ, ყველაფერი, რასაც ინვესტორი ამბობს, ბლეფია, კერძო ინტერსები აქვს და ფული, რომელსაც დებს, „შავია“ და არავინ იცის, საიდან მოდის,  მილიონნახევარს თქვენზე არავინ დახარჯავსო.

- ერთი სიტყვით, დიდი ჰესების მერე შტურმი  პატარა ჰესებზე იწყება?

- 12 წელია, პატარა ჰესებზე ვმუშაობ. სანამ ნამახვანის ამბები იქნებოდა, პატარა ჰესების წინააღმდეგ ბრძოლები იყო, თუმცა რაღაცები არ ხმაურდებოდა და დეველოპერებიც არ ვაქტიურობდით, რადგან სოციალურ ქსელებში პოსტების წერა და მარკეტინგული ინფორმაციის გავრცელება ჩვენი საქმე არაა. ჩვენი საქმე ინვესტორის მოძებნა, ადამიანების დაასაქმება, აშენება და კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებში, სოციალურ პროექტების განხორციელებაა, მაგრამ ახლა დეველოპერები იძულებულნი ვართ, რომ ინფორმაცია თავად გავავრცელოთ...

- გიორგი, რა ამის პასუხია და, კონკრეტული პროექტის ფარგლებში, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება?

- როცა მშენებლობა პიკშია, 150 ადამიანი საქმდება. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აშენებს, ბენეფიტი ასეთია: ამ 150 სამუშაო ადგილიდან 100-ის დიპლომის შემოწმება საჭირო არაა, ანუ საუბარია დაცვაზე,  ხის მჭრელზე, მუშაზე და ასე შემდეგ... დანარჩენი 50 სამუშაო ადგილი კი სპეციალისტებისთვისაა, მაგრამ ადგილობრივებს ვეუბნებით ხოლმე, თუ სპეციალსტები თქვენ გყავთ, ჩვენთვისაც უკეთესია, რომ ადგილობრივი დავიქირავოთ იმიტომ, რომ თუ ჩამოვიყვან, საცხვრებელი უნდა ვუქირავო, მანქანაც მივცე და უფრო ძვირი დამიჯდება-მეთქი.

ისე, თუ სპეციალისტები ადგილზე არ ჰყავთ და ჩვენ ჩაგვყვავს, 50 ადამიანისთვის, მინიმუმ, ათი სახლის დაქირავება გვიწევს და შემოსავალი იმ ადგილობრივსაც უჩნდება, ვინც ჰესის მშენებლობაზე ვერ დასაქმდა. ამ 150 ადამიანს, წელიწადნახევრის განმავლობაში, ანუ სანამ მშენებლობა დასრულდება, კომპანია აჭმევს. შესაბამისად, საკვებსაც ადგილობრივებისგან ვყიდულობთ.

სხვათა შორის, ეს სქემა თავად ადგილობრივებმა შემოგვთავაზეს, ყველანი ვიხეირებთო და ბენეფიტ შეარინგი გურულად დავარქვით.

- ადგილობრივები ჰესზე მშენებლობის დასრულების შემდეგაც დასაქმდებიან?

- რა თქმა უნდა. როცა ვთქვი, ჰიდროელქტროსადგურზე 35 ადამიანი მუდმივად იქნება დასაქმებული-მეთქი, „მწვანეებმა“ შეიცხადეს, ამდენს ვინ დაასაქმებსო.

- გიორგი, „ენკას“ შემთხვევა რომ განვაზოგადოდ, იგივე საფრთხის წინაშენთქვენც ხომ არ აღმოჩნდებით, ანუ „მწვანუკების“ დესტრუქციის გამო, ინვესტორი იძულებული ხომ არ გახდება, გურიაში მცირე ჰესის აშენებაზე უარი თქვას?

- წკიპზე ვართ.

-  მერე, სახელწმიფომ რა უნდა გააკეთოს, რომ იგივე „ენკა“ დაააბრუნოს და სხვა ინვესტორებიც დაიცვას?

- პირდაპირ გეტყვით: იმ მიდგომას, როგორიც 2012 წლამდე იყო, შეიძლება, დღეს ბევრი დეველოპერი ნატრობდეს კიდეც.

- რატომ?

- მაშინ, როგორც იტყვიან, კაი დედმამიშვილი უნდა ყოფილიყო, ვინმეს ეთქვა,  ჰესი არ გვინდაო, მთელი ოჯახიანად ციხეში წავიდოდა. დღეს ყველა მიდგომა რადიკალურად შეცვლილია და როგორც ადრე იყო - ბიზნესი მხოლოდ ბიზნესისთვის - ასე აღარ არის. დღეს ბიზნესი ხალხისთვისაცაა, ზუსტად ამიტომ ვხარჯავთ მილიონნახევარს სოციალურ პროექტებში, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივის ჯიბეს დაეტყოს და რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დარჩეს საკუთარ სახლკარმიდამოში და სამუშაოდ სხვა ქვეყნებში არ გაიქცეს.

- იმის გამო, რომ ჰესი არ უნდა, ვინმეს დაჭერა სწორი არ მგონია.

- დიახ, მაგას ვამბობ ეს მიდგომა შეიცვალა და ბევრად ჰუმანური გახდა, რაც კარგია - მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილობრივების შეხედულებები და ინტერესები ინვესტორების მხრიდან და ზუსტად ამ დროს, როდესაც სწორ გზას ვადგავართ, მტერი ყველა მხრიდან გვიტევს და სახელმწიფოსგან ჯერჯერობით ერთი მკაფიოდ გადადგმული ნაბიჯიც ვერ დავინახე.

- ეს რა შუაშია?

- ოქროს შუალედი უნდა არსებობდეს, როდესაც ინვესტორი ბოლომდე დაიხარჯება ინტელექტუალურად და ფინანსურადაც, მაქსიმალურად გაითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და ამ დროს გაურკვეველი ორგანიზაციები მიზანმიმართულ აჯანყებებს ამზადებენ, სახელმწიფო მკაცრი უნდა იყოს,  ახლა კი ვხედავთ, რომ საქმე პირდაპირ ქვეყნის მტრებსა და დივერსიასთან გავქვს საქმე!

საერთოდ, ენეგრეტიკა ქვეყანაში კი არა, მთელ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენთან კი შეტევა სწრედ ენერგეტიკაზე ხდება და ამიტომ, სახელწმიფო ძალიან მკაცრი უნდა იყოს!

ისე, ჯერ საბოლოო დასკვნის გაკეთება არ მინდა ვიმედოვნებ, რაღაც შეიძლება, ამოტრიალდეს.

- „ენკასთან“ დაკავშირებით?

- დიახ.

- ანუ?

- მინისტრის ბოლო კომენტარი მოვისმინე, მოლაპარაკებები მიდისო. წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საუაბრი, მაგრამ როგორც გავიგე, „ენკასთან“ ხელშეკრულების გაგრძელებაც განიხილებაო.

- გიორგი, წეღან ქვყენის მტრები ახსენეთ, ანუ ანტიჰესელები პირდაპირ რუსეთისგან იმართებიან?

- სერიოზულ ენეგროპროდუქტებს, რუსეთის გარდა, აზერბაიჯანისგანაც ვყიდულობთ. მოკლედ, დავფიქრდეთ, მხოლოდ რუსეთი არაა, ყველას თავისი ინტერესები აქვს, საკუთარი ინტერესების გარეშე რატომღაც მარტო ჩვენ ვართ.

- ესე იგი, ჰესების საწინააღმდეგო კამპანიის უკან შესაძლოა, აზერაბიჯანიც იდგეს?

- რატომაც არა?! დიდ ფულს სად ვიხდით და რომელ ქვეყნაში მიდის? ვისი გაზით ვამუშავებთ თბოსადგურებს? ისე, მე თუ მკითხავ ყველაზე მეტი მტრები შიგნით გვყავს.

- ამაშიც გეთანხმებით...

- ჩვენი ელექტროენერგიის ფასი პირდაპირ ენგურზეა დმაოკიდებული, ანუ ენგურის იაფიან დენს „თელასი“ და „ენრგოპრო“ ყიდულობს და სწორედ ამის ხარჯზე, ელექტროენერგიის ის ტარიფი, რაც ჩვენს მოსახლეობას აქვს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე იაფია სხვათაშორის. ოდესმე ნანატრი დრო რომ დაგვიდგეს და ევროკაშირში შესვლა დავაპიროთ, ვიღაცამ ენგური რომ გათიშოს, ჩვენი ელექტროენერგიის ფასი 2 ლარზე მეტი გახდება და მერე, ევროპის რა მოგახსენოთ და, სადაც შევალთ, კი ვიცი.

- ენგური ვინ და რატომ უნდა გათიშოს?

- ენგურს აგრეგატები აფხაზეთში დგას... მოკლედ, ამ სცენარის შემთხვევაში, აქ ანარქია დაიწყება. „ნამახვანჰესით“ და კიდევ სხვა ჰესებით, 15 წლის გასვლის შემდეგ, ამ საფრთხის წინაშე არასოდეს დავდგებით! იცოდეთ, რომ ენერგიტიკაზე გადის მთელი ჩვენი ბრძოლის ხაზი!

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა