მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის

ნახვები: 437 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის

ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და მომდევნო თვეების განმავლობაში უკრაინას ენერგეტიკის სფეროში მხარდაჭერას გაუწევს. ასევე, ვმუშაობთ უკრაინისთვის აუცილებელი ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის“.

„ჩვენ ხვალ გაფართოების პაკეტს მივიღებთ, რომელიც დადებითად შეაფასებს გასული წლის განმავლობაში უკრაინის ერთგულებას მისი ევროპული გზის მიმართ“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა