ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„გთხოვთ, გადაიყვანეთ“ - ბიძინა კულუმბეგოვი მიხეილ სააკაშვილზე

ნახვები: 1573 „გთხოვთ, გადაიყვანეთ“ - ბიძინა კულუმბეგოვი მიხეილ სააკაშვილზე

„გთხოვთ, გადაიყვანეთ და დაასრულეთ ეს ემოციების ომი," - აცხადებს ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 49 დღეა, შიმშილობს. ოპოზიცია მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზნით პერმანენტულ აქციებს არ წყვეტს. ასევე, შიმშილობს ენმ-ს 10 დეპუტატი, ექიმები და მოქალაქეები. ელენე ხოშტარია იგივე მოთხოვნით მე-17 დღეა, შიმშილობს.

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მან ცოტა ხნით გონება დაკარგა.

მოგვიანებით ცნობილი ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.

"ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც მეორე ადამიანის სიკვდილი უხარია? როგორი საშიში საზოგადოება ვართ, თურმე! მოვიქცეთ ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს! გთხოვთ, გადაიყვანეთ და დაასრულეთ ეს ემოციების ომი!!!"- წერს სოციალურ ქსელში კულუმბეგოვი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა