ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„სახალხო დამცველი იმსახურებს ბევრ მხარდაჭერას“ - აშშ-ს ელჩი

ნახვები: 380 „სახალხო დამცველი იმსახურებს ბევრ მხარდაჭერას“ - აშშ-ს ელჩი

„სახალხო დამცველი იმსახურებს ბევრ მხარდაჭერას და როგორც აქამდე მითქვამს, ის იმსახურებს მოწონებას და ქებას და არა - კრიტიკას," - განაცხადა დღეს, 19 ნოემბერს, აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ: სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ განცხადებას „ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ფეიკი" უწოდა.

"სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებენ ზუსტად იმას, რისი უფლებას მათ საქართველოს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული. ისინი არიან ადამიანის უფლებების დამცველები, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ისინი ასრულებენ ნამდვილად აღსანიშნავ სამუშაოს ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაწოდონ, ზუსტი, მიუკერძოებელი ობიექტური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სჭირდება და რომლის სერიოზული ნაკლებობაც არის.

სახალხო დამცველის ოფისი ასრულებს თავის მოვალეობას პროფესიონალურად, მიუკერძოებლად და შთამბეჭდავად და სწორედ ამის გამო გვჯერა იმ ანგარიშების, რომლებსაც მისი გუნდი ამზადებს, შეფასებებს, რომლებსაც ისინი აკეთებენ და აწვდიან მოსახლეობას, ინფორმაციას, რომელსაც მათ შეუძლიათ დაეყრდნონ. სახალხო დამცველი იმსახურებს, ბევრ მხარდაჭერას და როგორც აქამდე მითქვამს, ის იმსახურებს მოწონებას და ქებას და არა კრიტიკას" - ამბობს კელი დეგნანი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა