ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ

ნახვები: 534 „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ.

როგორც საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას თანაგუნდელებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდე არ დაუტოვებიათ და მეტიც, პარტიის მოქმედ დეპუტატებს ფრაქციიდან რიცხავენ.

ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, მელიას გუნდის წევრები, ვერ ახერხებენ ფრაქციისთვის სახელის შეცვლას, რისთვისაც ფრაქციის წევრების გარიცხვა სჭირდებათ.

შუშანიას თქმით, ყოფილი თანაგუნდელები კანონს არღვევენ და ამ დრომდე ხელფასებს იმ ფრაქციიდან იღებენ, რომელი პარტიის წევრებიც აღარ არიან.

„ვულოცავ ნიკა მელიას, დღეს გაერთიანდა „ქართულ ოცნებასთან“ ქუთაისის საკრებულოში. დარეჯან ფხაკაძემ, რომელმაც ფრაქცია დატოვა და “ქართულ ოცნებას“ შეუერთდა დღემდე ფრაქციაში რჩება. მისი ხმით აპირებენ ჩვენს გარიცხვას ფრაქციიდან, რომლებიც წლებია ამ პარტიაში და ფრაქციაში ვართ. ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე რამდენიმე კვირაა პარტიიდან წასულები არიან, ფრაქციიდან ხელფასს ამ დრომდე იღებენ. მოვუწოდებთ პარტიიდან წასულებს დატოვონ მანდატები!“ - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა