კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - მთავრობის სამოქმედო გეგმა უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია - „ქართული ოცნების“ გზავნილია: „არ მინდა ევროკავშირი“

ნახვები: 563 გიორგი ვაშაძე - მთავრობის სამოქმედო გეგმა უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია - „ქართული ოცნების“ გზავნილია: „არ მინდა ევროკავშირი“

იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, ცალსახად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხზე მთავრობის სამოქმედო გეგმას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აღნიშნული დოკუმენტი გადმოსცემს „ქართული ოცნების“ გზავნილს: „არ მინდა ევროკავშირი“.

„კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ამ დოკუმენტს მალავდა ერთი თვე. რა შეიძლება ვუწოდოთ ამ დოკუმენტს? – პირდაპირ „ქართული ოცნების“ გზავნილი: „არ მინდა ევროკავშირი“. იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, ცალსახად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა. ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში, სწრაფად გავატაროთ ნამდვილი რეფორმები, რომელიც დაჩქარებული წესით შეგვიყვანს ევროკავშირში. „გამარჯვების კოალიციის“ ამოცანა ეს არის. ახლა ბევრ საუბარს დაიწყებენ, მაგრამ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, უბრალოდ წაიკითხეთ, რამდენად უშინაარსო, აბსურდული დოკუმენტი გამოაქვეყნეს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა სამუშაო ფორმატში, ვაშაძე განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს ევროინტეგრაციის საბოტაჟს და ვერ ხედავენ ნებას, რომ მეორე მხარეს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება.

„ჩვენ ამ დოკუმენტით ვერ ვხედავთ ნებას, რომ მეორე მხარეს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენს პოზიციაზე მსჯელობა გვექნება და საბოლოო გადაწყვეტილებას დავაფიქსირებთ. სამწუხარო ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს თავის დაწყებულ საბოტაჟს ევროინტეგრაციაზე. მათ არ უნდათ ევროკავშირი და ეს უშინაარსო დოკუმენტი სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა