კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე - ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, არ სჯობს, რომ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ

ნახვები: 545 ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე - ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, არ სჯობს, რომ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ

რა უცნაურია, ეს ჩვენი ოპოზიცია! მათი მოსაწონი ჩვენ და ქართველმა ხალხმა ვერაფერი გავაკეთეთ - ჩვენ ვმუშაობთ, ევროპელ პარტნიორებთან სამუშაო გეგმას ვათანხმებთ, ხოლო ეს ხელმოცარულები მხოლოდ იმით არიან დაკავებული, როგორმე ნეგატივი შემოიტანონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, "ხელმოცარულ ოპოზიციას" სტატუსის მიღებამდე სიცრუეზე აგებული კამპანია ჰქონდა და ახლაც იგივეს აგრძელებენ.

"მათი შეგონებები გახსოვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გამორიცხული იყო, ფსევდო რეფორმები ტარდებოდა. მაშინ, პრეზიდენტთან შეხმატკბილებული იყვნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ქართველი ხალხის ნდობით და ერთობლივი ძალისხმევით შედეგი დავდეთ - საქართველო, როგორც არასდროს ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან.

ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, არ სჯობს, რომ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ, თუ შნო და ერთი ადგილი აქვთ? - იქ შემოვიდნენ და სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ. იქ გვაჩვენონ და აზრი წარმოადგინონ. თუ რევოლუციის იქით მიდიან, სამუშაო პროცესში ჩაერთონ. როგორც მაშინ, ახლაც ვეპატიჟებით", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა