გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ირაკლი შოთაძე - უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმტკიცება

ნახვები: 341 ირაკლი შოთაძე - უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმტკიცება

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

გენერალური პროკურორის თქმით, უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმტკიცება.

ირაკლი შოთაძემ დაასახელა ის მიმართულებები, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. მათ შორისაა - სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ყაჩაღობა, გამოძალვა, სქესობრივი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულები, ორგანიზებული დანაშაულები, კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ტრანსნაციონალური დანაშაულები და სხვა.

„ანგარიშში ასახულია სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შედეგები და ძირითადი ტენდენციები, ცალკეულ დანაშაულებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, პროკურატურის საქმიანობის გაციფრულება, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები, პროკურატურის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და სხვა ძირითად მიმართულებები", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა