კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ივანიშვილის რეჟიმის ხელში „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი საფრთხეშია“ - გიგა ბოკერია

ნახვები: 395 „ივანიშვილის რეჟიმის ხელში „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი საფრთხეშია“ - გიგა ბოკერია

„ივანიშვილის რეჟიმის ხელში „ვარდების რევოლუციის" მონაპოვარი საფრთხეშია, ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ იდეის ერთგულები, რათა საბოლოოდ მოვიპოვოთ საკუთარი ადგილი თავისუფალ სამყაროში", - განაცხადა დღეს, 23 ნოემბერს „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ: 2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოში „ვარდების რევოლუცია" მოხდა და ქვეყანაში ედუარდ შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობა დასრულდა. „ვარდების რევოლუციის" მე-18 წლისთავს ცოცხალი ჯაჭვით აღინიშნავენ.

„ვარდების რევოლუცია" დამოუკიდებლობის გამოცხადების, საბჭოთა კავშირის დანგრევის, ამ უბედნიერესი დღის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოვლენა, რა დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა პოსტსაბჭოთა ჭაობიდან თავისუფლებისკენ, საკუთარი ბუნებრივი ადგილისკენ თავისუფალ სამყაროში, ნორმალური ქვეყნის მშენებლობისკენ, მაგრამ რომელმაც ბოლომდე ვერ გაგვიყვანა თავისუფლების სამშვიდობოს.

ამ ყველა მონაპოვარს დღეს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დიდი საფრთხე ემუქრება. ჩვენ გვჭირდება ამ დღის გახსენებისას და ზოგადად, მობილიზება საზოგადოების იმ ნაწილის, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლის, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც „ვარდების რევოლუციამ" დაიწყო. არ უნდა დავუშვათ, რომ ამ იდეის, ქვეყნის თავისუფლების იდეის მტრებმა ჩვენც ჩაგვითრიონ ამ მორევში დაპირისპირებისას, არ გადავუხვიოთ იმ იდეალებს, რის გამოც მოხდა „ვარდების რევოლუცია," - განაცხადა ბოკერიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა