მიხეილ სააკაშვილი - მიხარია იმის მოსმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე
21 წლის გიორგი მინდაძისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა
სომხეთმა რუსი ოლიგარქის სამველ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიის ნაციონალიზაცია დაიწყო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ყოფნა
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ჟიგიმანტას პავილიონისი - საქართველო განიცდის პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში - ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ
War update: 185 clashes recorded along the front in past day, 58 in Pokrovsk sector

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: „საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ენდობა სასამართლო სისტემას და ცესკო-ს“

18.11.2020 ნახვები: 1076

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს, სადაც საქართველოს შესახებ ისაუბრეს, - შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

„საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა. ისინი 20 წელია, რაც დემოკრატიას აშენებენ და და ჯერჯერობით კვლავ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან და ვფიქრობთ, ეს არის ის, რაც ჩვენ ბოლო დროს ჩატარებული არჩევნების დროს ვნახეთ," - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განცხადებით, ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში არაერთხელ ჩატარდა არჩევნები სხვადასხვა ნაკლოვანებებით და ბოლოს ჩატარებული არჩევნების დროსაც მსგავსი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის, ხმების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

„როგორც ეუთომ, ისე სხვებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც კონკურენტული და წინა წლებთან შედარებით, რამდენიმე მიმართულებით შეინიშნებოდა გაუმჯობესებაც - ნაკლები სიძულვილის ენა და ნაკლები აგრესიული თავდასხმა წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება. თუმცა, დამკვირვებლებმა აღრიცხეს ხმების მოსყიდვის, დაშინების ფაქტები, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს არჩევნებს ხრავს ბოლო 30 წლის მანძილზე. ჩვენმა გუნდმაც გამოავლინა ეს ფაქტები.

ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, გააგრძელოს ზეწოლა, რათა საარჩევნო დარღვევების შესახებ საჩივრების დაკმაყოფილებაზე სამართლებრივი პროცესით იბრძოლოს, რაც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ენდობა სასამართლო სისტემას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ოპოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები გაასაჩივრა, ვინაიდან არ არის იმის დიდი რწმენა, რომ მათი შესაბამისად განხილვა მოხდებოდა, არჩევნების მეორე დღესვე მოითხოვა ხელახალი არჩევნები," - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა