საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

„ოპოზიციას კონკრეტული იდეების გარშემო გაერთიანებას ვთავაზობთ“ - იაგო ხვიჩია

ნახვები: 386 „ოპოზიციას კონკრეტული იდეების გარშემო გაერთიანებას ვთავაზობთ“ - იაგო ხვიჩია

„ოპოზიციას კონკრეტული იდეების გარშემო გაერთიანებას ვთავაზობთ, სადაც გასაგები იქნება, თუ როგორი ქვეყანა გვინდა", - განაცხადა დღეს, 24 ნოემბერს, „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ: დღესვე, „ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოვიდა იდეით, რომ რუსული გავლენების წინააღმდეგ, ოპოზიციამ „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის" მძლავრი პლატფორმა შექმნას.

„ოპოზიციას კონკრეტული იდეების გარშემო გაერთიანებას ვთავაზობთ, სადაც გასაგები იქნება, თუ როგორი ქვეყანა გვინდა, ვიდრე ასეთი იდეა არ არსებობს, მანამდე არც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას და არც გაერთიანებას არ აქვს აზრი. ჩვენ არ ვართ მიმისტები. როცა ერთი ადამიანის გარშემო ერთიანდებიან, არ არის საჩვენო. თუ არ ვცდები, „ლელო" და ზურა ჯაფარიძე ხუთნომრიანი ნიშნით დადიოდნენ, ხალხს აგროვებდნენ არჩევნებზე, რათა ხუთი ნომერი შემოეხაზათ. ეს ჩემი აზრი კი არ არის, დადასტურებული ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ ასე ხდებოდა. ცოტა ხნის წინ, ეს ხალხი ხუთი ნომრით გამოდიოდა და ვიცით, ხუთი ნომერი ვისი სიმბოლოა ქვეყანაში", - განაცხადა ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა