კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პიროტექნიკის გამო ბათუმში ორმა ადამიანმა თითები დაკარგა

ნახვები: 571 პიროტექნიკის გამო ბათუმში ორმა ადამიანმა თითები დაკარგა

ახალი წლის დღეებში ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს და წერს, რომ 31 დეკემბერს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის კაცი შეიყვანეს.

გამოცემას კლინიკაში უთხრეს, რომ მან ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა.

გარდა ამისა, 30 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის კაცი გადაიყვანეს.

 
 

კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საავადმყოფოში მიყვანამდე მას უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა