მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

გერმანიის საგარეო უწყება - ისრაელსა და ლიბანს შორის ესკალაციის რისკი ძალიან რეალურია

ნახვები: 597 გერმანიის საგარეო უწყება - ისრაელსა და ლიბანს შორის ესკალაციის რისკი ძალიან რეალურია

გერმანიის მთავრობა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე არსებულ სიტუაციას აკონტროლებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

”ესკალაციის რისკი, სამწუხაროდ, ძალიან რეალურია”, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კვირას ისრაელში გაემგზავრება, სადაც თავის კოლეგას, ისრაელ კაცს და ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ცნობისათვის, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ლიბანში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის საზღვრისპირა შეტაკებები 7 ოქტომბრის შემდეგ თითქმის ყოველდღიურად ხდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა