Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ვინმეს ნათქვამი ჰქონდეს, რომ პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენისას ბოიკოტს გამოუცხადებს

ნახვები: 555 მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ვინმეს ნათქვამი ჰქონდეს, რომ პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენისას ბოიკოტს გამოუცხადებს

რსებობს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო და, ბუნებრივია, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენისას ბოიკოტს გამოუცხადებენ.

„არ მგონია, ვინმეს ნათქვამი ჰქონდეს, რომ ბოიკოტს აპირებს. თქვენ იცით სალომე ზურაბიშვილის, მისი ლეგიტიმაციის თაობაზე ჩვენი დამოკიდებულება,  თუნდაც მას შემდეგ, როცა მისი მხრიდან კონსტიტუციის უპატივცემულობა ვიხილეთ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია. ამ ყველაფრის ფონზე, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულად გამოიყურება. ამის მიუხედავად, ბუნებრივია, ჩვენ პროცედურების მიმართ პატივისცემა გვაქვს. არსებობს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო და, ბუნებრივია, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ მგონია, რომ თქვენ საფუძველი გაქვთ ისაუბროთ იმაზე, რომ ვინმე პრეზიდენტს ბოიკოტს გამოუცხადებს ანგარიშის წარდგენისას. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში შარშან იყო და ანგარიში წარადგინა, თუმცა არ მგონია, რომ ეს ანგარიში იყო, ეს იყო ოპოზიციური ფლანგიდან გაკეთებული განცხადებები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა