თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პირველად 50 წლის შემდეგ, აშშ-მა მთვარეზე ხომალდი გაუშვა

ნახვები: 556 პირველად 50 წლის შემდეგ, აშშ-მა მთვარეზე ხომალდი გაუშვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთვარეზე დაბრუნება დაიწყო.

კომერციულმა კომპანია Astrobotic-მა წარმატებით გაუშვა United Launch Alliance-ის რაკეტა Vulcan-ი, რომელსაც თან მიაქვს მთვარეზე დასაშვები სტატიკური ხომალდი Peregrine.

ხომალდის ბორტზეა NASA-ს ხუთი სამეცნიერო ინსტრუმენტი, რომლებმაც ადგილზე უნდა შეაგროვოს მთვარის მონაცემები — ეს გახლავთ NASA-ს პირველი ინსტრუმენტები, რომლებიც მთვარეზე 1972 წლის შემდეგ, ანუ თითქმის 50 წლის შემდეგ პირველად ჩავა.

გაშვება პირველია NASA-ს Commercial Lunar Payload Services-ისთვის (CLPS), რომელიც წარმოადგენს NASA-ს კოლაბორაციას კომერციულ კომპანიებთან მთვარეზე NASA-ს სამეცნიერო ინსტრუმენტების ჩატანისა და კოსმოსურ ტექნოლოგიათა ტესტირების მიზნით.

„ზედმეტად აღფრთოვანებული ვართ იმის ხილვით, რომ ეს ხედვა რეალობად იქცა. CLPS-ი ამერიკული კომპანიების გამოყენების ინოვაციური გზაა, რათა მთვარეზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ტექნოლოგიები გაიგზავნოს“, — ამბობს NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი ნიკოლა ფოქსი.

მისივე განცხადებით, მთვარე მდიდარი ადგილია სამეცნიერო აღმოჩენებისთვის. მთვარის ნიმუშებისა და გარემოს შესწავლა NASA-ს მზის სისტემის ყველაზე დიდ საიდუმლოთა ამოხსნაში დაეხმარება, რაც ყველას გამოადგება.

ხომალდი Peregrine მთვარის რეგიონ სინუს ვისკოსიტატისზე, იგივე წებოვნების უბეში დაეშვება. ბორტზე არსებული ხუთი სამეცნიერო ინსტრუმენტი მთვარის გარემოს სხვადასხვა მახასიათებელს შეისწავლის.

ინსტრუმენტი LETS-ი (Linear Energy Transfer Spectrometer) რადიაციას გაზომავს; NIRVSS-ი (Near-Infrared Volatile Spectrometer System) მთვარის გრუნტის შემადგენლობას, ტემპერატურასა და სტრუქტურას შეისწავლის; NSS-ი (Neutron Spectrometer System) წყალს მოძებნის; PITMS-ი (Peregrine Ion-Trap Mass Spectrometer) შეისწავლის იონებს მთვარის ატმოსფეროში; და LRA (Laser Retroreflector Array) ადგილმდებარეობის ახალი, მუდმივი მარკერი იქნება, რომლის საშუალებითაც, მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში გაზომავენ მთვარის პოზიციას.

NASA-ს ინსტრუმენტების გარდა, Astrbotic-ის Peregrine-ს სხვა სამეცნიერო აღჭურვილობაც მიაქვს, მათ შორის, ორი მავალი — ერთი გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის (DLR) და მეორე კარნეგი მელონის უნივერსიტეტის სტუდენტების; ბორტზე ასევე არის DLR-ის მიერ შექმნილი რადიაციის დეტექტორი.

ხომალდზე მოთავსებულია რამდენიმე არასამეცნიერო ტვირთიც. მათ შორის არის დროის კაფსულა, ხელოვნების ნიმუში, მოთხრობათა კრებული, ბიტკოინი და კრემირებული ადამიანის ფერფლი.

აღსანიშნავია, რომ 1998 წელს, მთვარის ორბიტაზე გაგზავნილმა ამერიკულმა მისია Lunar Prospector-მა მთვარეზე წაიღო პლანეტური გეოლოგის, იუჯინ შუმეიკერის ფერფლი.

Peregrine მთვარის ზედაპირზე 2024 წლის 23 თებერვალს დაეშვება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა