კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ლელოს“ ახალი ინიციატივა - „გათავისუფლდეს მედია გადასახადებებისგან“

ნახვები: 393 „ლელოს“ ახალი ინიციატივა - „გათავისუფლდეს მედია გადასახადებებისგან“

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში მედიის გადასახადებისგან გათავისუფლებას სამი წლით", - „ლელო" მედიის გადასახდებისგან გათავისუფლებას ითხოვს.

აღნიშნული ინციატივით პარტია მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრემიერმა მედიასაშუალებებს აზარტული თამაშების რეკლამირება აუკრძალა.

„პირველ რიგში, ამის საჭიროება გამოწვეულია იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში შეიქმნა და პანდემიიდან, რომელმაც სარეკლამო ბაზარი მნიშვნელოვნად შამცირა, მაგრამ ასევე ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება გაამწვავა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელმა ინიციატივამ, რომელიც გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვას და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას. სხვა მოცემულობაში ეს ინიციატივა იქნებოდა სწორი და გამართლებული", - განაცხადა საბა ბუაძემ.

მისივე თქმით, „ლელო" აზარტული თამაშების რეგულირებას ჯერ კიდევ გასულ საპარლამენტო არჩევნებამდე ითხოვდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ცხადი პოლიტიკური მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ აზარტული თამაშებიდნა სარეკლამო ბაზარზე შესული თანხების სახით დისკომფორტი შეუმნას მედიას და კრიტიკული მედია ამ ფორმით შეავიწროვოს. შეგახსენებთ, რომ „ლელო" აზარტული თამაშების რეგულირებას ჯერ კიდევ გასულ საპარლამანეტო არჩევნებამდე ითხოვდა", - განაცხადა ბუაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა