კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - როგორც ჩანს, ხაზარაძე ძალიან ხელმოჭერილად ხარჯავს ფულს „ლელოს“ მიღმა, ასეთი სიწუწკით არაფერი გამოვა

ნახვები: 514 იაგო ხვიჩია - როგორც ჩანს, ხაზარაძე ძალიან ხელმოჭერილად ხარჯავს ფულს „ლელოს“ მიღმა, ასეთი სიწუწკით არაფერი გამოვა

მთავარი კითხვა არის ის, „ნაცმოძრაობა“, რომელიც არჩევნებზე წითელი ხუთიანით გამოდის, არის თუ არა საერთოდ ოპოზიციური პარტია. ეჭვი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ხელში აქვს ჩაგდებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„შესაბამისად, რაც იქ ხდება ნაცების სახელით, ეს ყველაფერი „ქართული ოცნებიდან“ იმართება. ამას ვინმე თუ აპროტესტებს და ამბობს, რომ ნაღდი „ნაცი“ ვარ და სხვები მოისყიდესო, ჩემთვის ეს ლოგიკური არგუმენტი გასაგები იქნებოდა, რადგან ასეთი ეჭვები მეც მაქვს. თუ ამბობ, რომ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციურია და ახალ ნეონაცურ გაერთიანებას ქმნი, რომელიც საარჩევნო ბარიერს ან გადალახავს ან არა, ამას ვერ მივესალმები და „ნაცმოძრაობის“ ყველა ყოფილ ლიდერს მოვუწოდებდი, იმისთვის იბრძოლონ, რომ ეს პარტია ოპოზიციური იყოს და „ქართულ ოცნებას“ ხელში ნუ ჩაუგდებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ წევრმა „ლელოსა“ და პარტიაზე „საქართველოსთვისაც“ ისაუბრა.

„ლელოს“ ერთადერთი სწორი გზაა ის, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ფული გადაუხადოს და პოლიტიკიდან ღირსეულად გავიდეს. რაც შეეხება გახარიას, ჩემი საქმე არ არის, რა კამპანია ექნება, მაგრამ საკრებულოებში თანამშრომლობა ჰქონდათ და მაგ დროს ასეთი პროტესტი არ ყოფილა, რაც არათანმიმდევრულობაზე კითხვებს დამასმევინებს. მგონი, გახარიას პარტია უნიკალურია იმით, რომ მათთვის ნებისმიერ პარტიასთან თანამშრომლობა წითელი ხაზია და „ნაცებთან“ თანამშრომლობას გამორიცხავენ, მაგრამ რეგიონებში მათი თანამშრომლობა ვნახეთ. ხაზარაძემ თქვა „შუა უნდა შეიკრიბოსო“ და შუა თავისთვის ხომ არ შეიკრიბება, თუ ფულს არ გადაუხდი? – როგორც ჩანს, ხაზარაძე ძალიან ხელმოჭერილად ხარჯავს ფულს „ლელოს“ მიღმა და ასეთი სიწუწკით არაფერი გამოვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა