კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვიქტორ ორბანი - ევროკავშირი უნდა დაეხმაროს უკრაინას, თუმცა არა ბლოკის ბიუჯეტის დაზარალებით

ნახვები: 566 ვიქტორ ორბანი - ევროკავშირი უნდა დაეხმაროს უკრაინას, თუმცა არა ბლოკის ბიუჯეტის დაზარალებით

„უკრაინის დახმარება თუ გვინდა, რაც, ვფიქრობ, საჭიროა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი არ დავაზარალოთ. თუმცა 50 მილიარდი ევროს ევროკავშირის ბიუჯეტიდან გაცემა ოთხი წლის წინსწრებით არის ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დარღვევა. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა მოხდება სამ თვეში“, – განაცხადა ორბანმა პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ.

ევროკავშირმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე პირველ თებერვალს სამიტზე უნდა იმსჯელოს. უკრაინის დახმარება უნგრეთმა დეკემბრის სამიტზე დაბლოკა. უნგრეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარება უნდა იყოს გამიჯნული ევროკავშირის ბიუჯეტისგან. როგორც ორბანმა აღნიშნა, ამგვარი მექანიზმის შექმნის შეთავაზება ეფუძნება დახმარების გამოყოფას მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით.

„ბრიუსელი თუ ამას მიიღებს, მაშინ უკრაინისთვის დახმარება იქნება ბიუჯეტის გარედან, თუ – არა, მე, სამწუხაროდ, შევაჩერებ ამ პროცესს“, – განაცხადა ორბანმა.

ვიქტორ ორბანის ინიციატივას მხარი დაუჭირა მისმა სლოვაკმა კოლეგამ, რობერტ ფიცომ.

„სლოვაკეთის მთავრობა მხარს დაუჭერს ინიციატივას, რომელიც უნგრეთის პრემიერმა უკვე წარადგინა და წარადგენს“, – განაცხადა ფიცომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა