გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

იაგო ხვიჩია - ოპოზიციამ და ხელისუფლებამ რაღაც ეტაპამდე ბევრი იბრძოლეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

ნახვები: 443 იაგო ხვიჩია - ოპოზიციამ და ხელისუფლებამ რაღაც ეტაპამდე ბევრი იბრძოლეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ რაღაც ეტაპამდე ბევრი იბრძოლეს იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, თუმცა რაღაც ეტაპზე, მჯერა, რომ ორივე მხარე სტატუსის მიღებისთვისაც მონდომებული იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მას სჯერა, რომ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია მოწადინებული არ იყო, პროექტი ჩავარდნილიყო.

„ერთმანეთისთვის რაღაცების გადაბრალებას შიდა პოლიტიკურ ბრძოლად შევაფასებდი, ვიდრე საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, რომელიმე მხარე ასი პროცენტით წინააღმდეგი იყო, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო. ბევრი ჭორ-მართალი მოვისმინეთ. მჯერა, რომ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია მოწადინებული არ იყო, რომ ეს პროექტი ჩავარდნილიყო. ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ადამიანებს ვამჩნევ, ვინც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს. რომ ვთქვა, ესენი დაკავებული არიან მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაზიანებით და არა საკუთარი ეგოისტური მოსაზრებების განხორციელებით, ამაზე თავს ვერ დავდებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა