თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯო ბაიდენი - უკრაინის დახმარების შეფერხება საფრთხეს უქმნის აშშ-ს

ნახვები: 537 ჯო ბაიდენი - უკრაინის დახმარების შეფერხება საფრთხეს უქმნის აშშ-ს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები გააფრთხილა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შეფერხება საფრთხეს უქმნის ამერიკის, ნატო-ს და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას, - ამის შესახებ თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენმა შეხვედრაზე მიიწვია „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფრაქციების ლიდერები, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გადაუდებელი აუცილებლობა.

„შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა კონგრესის მნიშვნელობას, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო რესურსები, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი შეჭრისგან. პრეზიდენტმა განიხილა უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები უკრაინის, შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსთვის. მან ნათლად განაცხადა : კონგრესის მუდმივი წარუმატებლობა საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, ნატო-ს ალიანსს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად უზრუნველყოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად. ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი დათანხმდა, რომ საჭიროა სასწრაფო ზომები აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე სიტუაციის გასაუმჯობესებლად და აღნიშნა, რომ მისთვის იმედის მომცემია ორპარტიულ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი.

„პრეზიდენტმა ასევე ცხადყო, რომ ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ საზღვარზე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. მისი თქმით, წახალისებულია სენატში მიმდინარე ორპარტიულ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესით. მან გამოთქვა მზადყოფნა სასაზღვრო პოლიტიკასა და საზღვარზე დამატებითი რესურსების საჭიროებაზე ორპარტიული შეთანხმების მიღწევაზე“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით 61 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითხოვს. უკრაინის დაფინანსების პროცესს კონგრესში „რესპუბლიკელების“ ნაწილი აფერხებს. ისინი პრეზიდენტის მოთხოვნის დამტკიცებას ფართომასშტაბიანი საიმიგრაციო რეფორმის განხორციელებას უკავშირებენ და მის პარამეტრებს „დემოკრატ“ კოლეგებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან განიხილავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა